სოფელ სამრეკლოში 2 თვიანი კარანტინი გამოცხადდა

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში 2 თვიანი კარანტინი გამოცხადდა. მიზეზი ერთ-ერთი ადგილობრივის, აკაკი ნატროშვილის ფერმაში ცოფის შემთხვევის გამოვლენა გახდა, რომელიც ძაღლს აღმოუჩინეს.

სურსათის ეროვნულმა სამსახურმა უკვე გაატარა პრევენციული ღონისძიებები და მოსახლეობას ანტირაბიული აცრები გაუკეთა. გარდა ამისა იმ ფერმიდან, რომელშიც ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა 2 კილომეტრის რადიუსში სპეციალური აცრები გაუკეთდათ ადგილობრივი ფერმერების პირუტყვსაც.

მომხდარზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, რომელმაც განაცხადა, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუწრება, რადგან უწყებას საკმარისი რაოდენობის ვაქცინა გააჩნია პრევენციული ზომების გასატარებლად.

banner
წინა სტატიაშიპალესტინაში კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის ესკორტს კვერცხები ესროლეს
შემდეგი სტატიასტამბულის ფათიხის რაიონში აფეთქება მოხდა