სოფელ ოშორაში მკვლელობა მოხდა

ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად სამი ადამიანია გარდაცვლილი

განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი, მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მან ასპინძის რაიონის სოფელ ოშორაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით თანასოფლელი მამაკაცი მოკლა. მოგვიანებით კი ცხედარი მდინარის ნაპირზე წაიღო, სადაც მის დამარხვას აპირებდა.

ბრალდებული მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

banner
წინა სტატიაში“შარლი ებდოს” ახალი ნომერი 6 სხვადასხვა ენაზე გამოიცა
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა იწყება