ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში ტრაილერი ავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ტრაილერი თურქეთში მიმავალ ავტობუსს შეეჯახა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში ავარიის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ. სოფელ ნიგვზიანში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ირაკლი გუჯაბიძე აცხადებს, რომ დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა მისთვის ცნობილი არ არის.
“ზუსტად არ ვიცი რომელ საავადმყოფოში არიან დაშავებულები გადაყვანილი”, – განაცხადა ირაკლი გუჯაბიძემ.
ავარიის დროს დაშავებულები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის და ფოთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ხუთი დაშავებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში არის გადაყვანილი, დანარჩენი დაშავებულები კი, ფოთის საავადმყოფოში.