სოფელ დვანიდან გატაცებული მოზარდი თავისუფალია

სოფელ დვანიდან გატაცებული 13 წლის ტატო მამაგულიშვილი გათავისუფლებულია. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

მათი თქმით სამსახურმა შესაბამისი ზომები გაატარა და გატაცებული არასრულწლოვანის გათავისუფლება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით მოხდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს სოფელ დვანიდან ერთი ოჯახის 2 წარმომადგენელი გაიტაცეს, მათ შორის ერთი 13 წლის ბიჭი იყო. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაგულაშვილები მდინარე ფსაზე სათევზაოდ იყვნენ წასულები.

არსებული ინფორმაციით ისინი რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი ხელისუფლებას რუსთთან ,,წაწოლაში” ადანაშაულებს
შემდეგი სტატიადიდი ტრაგედია მექასთან ახლოს!!! დაღუპულია 700-ზე მეტი მუსლიმი მომლოცველი!!!