სოფელ ბზვანში ბზის 640 ტოტი უკანონოდ მოჭრეს

ბზის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს ვანის რაიონში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში სამართალდამრღვევებმა სოფელ ზედა ბზვანის ტერიტორიაზე ბზის ტოტები უკანონოდ მოიპოვეს, რომელთა საერთო რაოდენობამ ჯამში 640 ტოტი შეადგინა.

გარემოსთვის მიყენებული ზიანი ერთ შემთხვევაში 500 ლარამდეა, მეორე შემთხვევაში კი 2000 ლარს აჭარბებს.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება საოლქო პროკურატურაში.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობის აქცია ივანიშვილის სახლთან
შემდეგი სტატიაქვეყანას არ შეიძლება ჰყავდეს სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი ხელისუფლება–ირინა სარიშვილი