სოფელ ბერშუეთიდან კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს

სოფელ ბერშუეთიდან კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს

 

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთიდან რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი მამაკაცი გაიტაცეს. ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებულია 59 წლის ამირან დურგლიშვილი.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც  ამირან დურგლიშვილი სოფლის განაპირას, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე პირუტყვს მწყემსავდა.

სოფელი ბერშუეთი ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. ოჯახს ჯერ არავინ დაკავშირებია. დაუზუსტებელია დურგლიშვილის ადგილსამყოფელიც.

banner
წინა სტატიაშიბათუმში 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
შემდეგი სტატიავალეში 10429 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს