სოფელ ახაშენში სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში ეროვნული გვარდია ჩაერთო

გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში თავდაცვის სამინისტრო ჩაერთო. ეროვნული გვარდიის თელავის მე-20 კადრირებული ბატალიონი , დილიდან ღვარცოფისგან მოტანილი ქვაღორღისაგან წმენდს ახაშენის შიდა საუბნო გზებს, წყალგამტარებს. ჯარისკაცები მოსახლეობას ასევე ეხმარებიან ეზოებიდან ტალახის გატანაში.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ახაშენში გამავალ სარკინიგზო ხაზსაც გაწმენდენ, რომელიც სტიქიის დროს მთლიანად მიწით დაიფარა. ჯართან ერთად სტიქიის ზონაში კახეთის გუბერნატორიც იმყოფება. ირაკლი შიოლაშვილი გაწეული დახმარებისთვის ჯარს მადლობას უხდის.
გუშინ ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ახაშენის ხევი ადიდდა 40-მდე სახლი დატბორა. სტიქიამ რკინიგზის მაგისტრალი და შიდა საუბნო გზები მიწით და ქვაღორღით დაფარა.

banner
წინა სტატიაშიგმირთა მოედანზე დღეიდან საავტომობილო მოძრაობა იზღუდება
შემდეგი სტატიაყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს