სოფელ ახალდაბასთან ახლოს დღეს მეწყერი ჩამოწვა

www.timer. ge ფოტორეპორტაჟი

თბილისში, სოფელ ახალდაბასთან ახლოს დღეს, 07:00 საათზე მეწყერი ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მეწყერი მცირე მასშტაბის იყო.
უწყების ინფორმაციით, მეწყერმა დააზიანა გაზსადენი, ასევე საავტომობილო გზის ნაწილი, რომელიც უკვე გაწმენდილია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ასევე არ დაზიანებულა საცხოვრებელი სახლებიც.
მომხდარის გამო, სოფელ ახალდაბას გაზმომარაგება შეუწყდა, რადგან სოფელ ახალდაბასთან ჩამოწოლილმა მიწის მასამ მნიშვნელოვნად დააზიანა შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” კუთვნილი გაზსადენი, რის გამოც სოფელ ახალდაბას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.
“გაზსადენი პირველად 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გამოვიდა მწყობრიდან და მისი რეაბილიტაცია შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინტენსიური მუშაობის შედეგად რამდენიმე დღეში მოხერხდა. კომპანია გაზსადენის აღდგენით სამუშაოებს დაიწყებს შესაბამისი სამსახურების მიერ გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი დააკავეს
შემდეგი სტატია55 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მიმართავს