სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი მოიპარეს

სოფელ აკურაში წუხელ გვიან ღამით სტალინის ბიუსტი მოიპარეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მათთვის უცნობია ვინ მოიპარა სტალინის ძეგლი. ძეგლის დემონტაჟი დღეს უნდა მომხდარიყო. როგორც ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული აცხადებს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

სტალინის ძეგლი სოფელ აკურაში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების მემორიალთან 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით თვითნებურად დადგეს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბიუსტი ადგილობრივებმა უკვე მესამედ დადგეს.

banner
წინა სტატიაში“თაიმერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს
შემდეგი სტატიაNDI-ს კვლევის მიხედვით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სხვა თემებმა გადაფარა