სოსო ცინცაძე: კოალიცია ,,ქართული ოცნება“ ფაქტობრივად დაშლილია

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, კოალიცია ,,ქართული ოცნება“ ფაქტობრივად დაშლილი, მასში შემავალი ყველა პარტია კი დისკრედიტებულია.

სოსო ცინცაძემ ეს, გაზეთი ,,კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი ალეტერნატივა რჩება – ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერთან, ნინო ბურჯანაძესთან უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები.

,,ვინმე სხვა ალტერნატივას ხედავს? ივანიშვილმა თავისი სიმპათია-ანტიპათიები გვერდზე უნდა გადადოს და ქვეყანას მიხედოს. კოალიციაში შემავალი ყველა პარტია უკვე დისკრედიტებულია, რა რეიტინგიც ჰქონდათ, ისიც აღარ აქვთ. ხალხი ხმას არც ერთ პარტიას აღარ მისცემს. პარლამენტს გარეთაც აღარ დარჩა მძიმეწონიანი პოლიტიკოსი. ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ერთადერთი, – ბურჯანაძეღა შემორჩა.

ლევან ვასაძეზე ლაპარაკობენ ხოლმე პერიოდულად და ეგეც ვინ არის და რას წარმოადგენს, არავინ იცის“ – განაცხადა სოსო ცინცაძემ.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე არმაზ ახვლედიანისგან ახსნა-განმარტებებს ელოდება
შემდეგი სტატიაგალში ქართველი დააყაჩაღეს