„სოსანაშვილის ვერსია არის აბსურდი“ – ირაკლი შოთაძე

„სოსანაშვილის ვერსია არის აბსურდი“ – აცხადებს მთავარი პროკუროსის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილის საქმეზე ბრალდებულ გია სოსანაშვილის ადვოკატმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა. როგორც ის ამტკიცებს, ვაზაგაშვილის საფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად ამოღებული მეორე დნმ-ი შსს-ის გენინსპექციის მაღალჩინოსანს ეკუთვნის.

ირაკლი შოთაძის თქმით, დნმ-ის პროფილი უკვე დადგენილი იყო 24 თებერვალს.

„სოსანაშვილის დაკავებამდე გასული იყო დაახლოებით 2 კვირა. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ ამ დნმ-ის ჩადება მოხდა, არის აბსურდი“, – განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილის თხოვნა დააკმაყოფილა