სოროსმა ევროკავშირს მოუწოდა კიევს დამატებით გამოუყოს ფული

h

სოროსმა ევროკავშირს მოუწოდა კიევს დამატებით გამოუყოს ფულიამერიკელი მილიარდელ-ფილანტროპი ჯორჯ სოროსი თვლის, რომ ევროკავშირი უკრაინის ფინანსურ მდგომარეობას იგნორირებას უკეთებს და ბრიუსელს მოუწოდებს კიევს დამატებითი ფინანსები გამოუყოს.
84 წლის მეცენატმა განაცხადა, რომ ევროპა დიდ დროს უთმობს საბერძნეთის ფინანსური პრობლემების მოგვარებას. მისი თქმით, რუსეთს არ უნდა მიეცეს „გაყავი და იბატონეს“ პოლიტიკის გატარების საშუალება.
„ევროპამ უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს. ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ. პირველ რიგში, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიზნით იმ პირობით, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება რა დაირღვევა. მეორე – ევროპამ უკრაინის დაფინანსების საშუალება უნდა გამონახოს“ – ამბობს ჯორჯ სოროსი.
შეკითხვაზე, ხომ არ შემცდარან ევროპაში პრიორიტეტების არჩევაში, სოროსი პასუხობს: „ეს ევროპის საშინელი შეცდომაა, ამიტომ მან უნდა გაიღვიძოს. ყველაფერი იმაზე სერიოზულადაა, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. ახლა საკითხი ასე დგას – ევროკავშირის შენარჩუნება“ – ამბობს სოროსი და ამატებს „მე ევროკავშირის პირველი მოდელის მჯერა. ვთვლი, რომ მასში ღია საზოგადოების იდეა იყო ჩადებული, რომლის ერთგულიც მე გახლავართ.“

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვოლსკი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაავიაკატასტროფა საფრანგეთში – თამარ ბერუჩაშვილი დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს