სოროსი ევროპას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს

გერმანულ გაზეთთან გაკეთებული განცხადებით, მსოფლიო პოლიტიკური თამაშების რუხი კარდინალი და გამჭრიახი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი უკრაინის ეკონომიკაში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციის გაკეთებას გეგმავს…

სოროსი აცხადებს: ,,იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სამწუხარო დასასრული, ყველანი უნდა დავდგეთ ახალი უკრაინის გვერდით… რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობის ჩათვლითაც კი…,,

სოროსი მიუთითებს, რომ უკრაინაში წყდება ევროკავშირის ბედი და დასავლეთი გვერდზე არ უნდა დარჩეს ამ პრობლემის მიმართ… ,,დასავლეთი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ეკონომიკური სანქციებითა და აგრესორის საწინაარმდეგოდ  არალეტალური იარაღის მიწოდებით… ნებისმიერი შესუსტება რუსეთის წნეხისა ევროკავშირისთვის კატასტროფით დამთავრდება,, აცხადებს სოროსი გერმანულ მედიასთან საუბრისას.

 

banner
წინა სტატიაშიპანკისელი ახალგაზრდების საბრძოლველად წასვლის საკითხი უხუცესთა საბჭომ გუბერნატორთან განიხილა
შემდეგი სტატიაიმერეთში თხევადი ჟანგბადით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა