სომხური ტვირთების ქართული პრობლემა ევრაზიულ კავშირში

ევრაზიული ეკონომიკური და საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნების შეთანხმების შესაბამისად, მათი ტვირთები კავშირის ფარგლებში თავისუფლად და საბაჟო გადასახდების გარეშე უნდა გადაადგილდებოდნენ… თუმცა ამ კავშირის ერთერთ ქვეყანას- სომხეთს, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან საზღვარი არაა აქვს და შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მის ტვირთები სახმელეთო გზით, მხოლოდ საქართველოს გავლით შეიძლება მოხვდეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში…

გამომდინარე იქიდან, რომ საქაართველო ევრაზიული ეკონომიკრ-საბაჟო კავშირის წევრი არაა და არც აპირებს გაერთიანებას… სომხურ ტვირთებს საქართველოს გავლით კავშირის ქვეყნებში თავისუფლად და უბაჟოდ მოხვედრის პრობლემა ექმნება…    რაც ამ ქვეყანას, კავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან შედარებით, წამგებიან პოზიციაში აყენებს…

სწორედ ამ პრობლემებთან დაკავშირებით ილაპარაკა გუშინ მინსკში,  ევრაზიული ეკონომიკური კომისიის საბაჟო ურთიერათობების მინისტრმა ვლადიმერ გოშინმა.

,,ჩვენ ვამუშავებთ შეთანხმების ახალ პროექტს, რომელიც სომხეთიდან და კალინინგრადის ოლქიდან კავშირის დანარჩენ ქვეყნებზე ტვირთების გადაადგილების მოწესრიგებას ითვალისწინებს,, განაცხადა გოშინმა პრობლემის გადაწყვეტის გზების დაკონკრეტების გარეშე…

გოშინმა აგრეთვე აღნიშნა, რომ კალინინგრადის ოლქიდან, რომელიც რუსეთის რეგიონია, მაგრამ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი არა აქვს, ტვირთების რუსეთში შემოტანასაც გარკვეული პრობლემები შეექმნა, რის გამოც ბელორუსიამ ამ რეგიონის ტვირთები ბევრჯერ გააჩერა საზღვარზე.
www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე: ეს ალბათ მათი ქრონიკული დაავადება იქნება
შემდეგი სტატიაბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დაკავებულია