სომხეთში რუსული ბაზის თანამშრომელი ჩამომხრჩვალი იპოვეს

0_70fc6_325edd2d_orig - копия (3)წლეულს უკვე მეორეჯერ ეხვევვა სკანდალში სომხეთის ქალაქ გიუმრიში არსებული 102 რუსული სამხედრო ბაზა… იანვრის თვეში ამ ბაზის ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა გიუმრიში მცხოვრები ავეტისიანების 7 სულიანი ოჯახი მთლიანად ამოწყვიტა, ისე რომ 6 თვის პატარაც არ დაინდო.. რასაც სომხეთში მღელვარება მოჰყვა…  გუშინ კი, ამ ბაზის კიდევ ერთი თანამშრომელი, არტურ აფიანი, რომელიც 21 თებერვლიდან დაკარგულად ითვლებოდა.. გიუმრის ერთერთი მაღაზიის უკანა ეზოში, თოკზე ჩამომხრჩვალი იპოვეს…

ამ მომენტამდე დადგენილი არაა, არტურ აფიანმა თავი ჩამოიხრჩო თუ ის ჩამოახრჩვეს… ძიება კი სომხეთის პროკურატურას მკვლელობის მუხლით მიყავს…

არტურ აფიანი, რომელიც სომხეთის მოქალაქეა, წარმოშობით იჯევანის რაიონიდან იყო და გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე, ,,ფე-ეს-ბეს,, სასაზღვრო სამმართველოს ნაწილში კონტრაქტორად მსახურობდა… ის მეუღლესთან ერთად გიუმრიში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა… მას უკანასკნელად  მეუღლე ელაპარაკა ტელეფონზე ამა წლის 21 თებერვალს… მეუღლის განცხადებით,  არტურმა მას მაშინ დაურეკა, როცა ის გიუმრიში ნაქირავები სახლიდან გამოვიდა, რათა მასთან მისულიყო სოფელ მარმაშენში, სადაც ის იმ დროს იმყოფებოდა… მას შემდეგ მეუღლემ დიდხანს ვერ   მოახერხა არტურ აფიანთან  დაკავშირება და შეშფოთებულმა პოლიციაში დარეკა…

როგორც ხომხური პრესა წერს,  გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა დიდხანს აცხადებდა, რომ მათი არც ერთი თანამშრომელი დაკარგული არ იყო…

 

 

banner
წინა სტატიაშიგახდება თუ არა ხმაური დასჯადი?
შემდეგი სტატიანუკრი ქანთარია: ნაციონალების დაძახილზე სიარული არ არის სწორი