სომხეთში ვითარება იძაბება

სომხეთში ვითარება იძაბება

e7ერევანში ვითარება კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა გუშინ დაკავებული 200-ზე მეტი მათი თანამოაზრე გაათავისუფლეს, მსვლელობით სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციისკენ დაიძრნენ.

სამართალდამცავებმა კი რეზიდენციასთან მისასვლელი გზები გადაკეტეს და აქციის მონაწილეებს იმის საშუალებას არ აძლევენ, რომ რეზიდენციასთან ახლოს მივიდნენ.

სომხური და რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს მისცეს დრო, თავად დაამყარონ წესრიგი აქციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არ გამორიცხავენ, რომ მათ აქცია ძალით დაშალონ და წესრიგი ისე დაამყარონ.

აქციის მონაწილეები კი სკანდირებენ და პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებენ. გარდა ამისა, ერევანში შეკრებილი აქციის მონაწილეები ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებას და კორუფციის აღმოფხვრას მოითხოვენ.

ამ დრომდე დაშავებული რჩება 20-მდე ადამიანი. მათი ნაწილი სპეცრაზმელია, ნაწილი კი აქციის მონაწილე. ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

დღეს გამთენიისას სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები დაარბიეს. რის შემდეგადაც 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე მათგანი გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე დავით ჯუღელზე პროკურატურაც ახდენდა ზეწოლას–ნინო გოგუაძე
შემდეგი სტატია