სომხეთმა ბიბილოვის ვიზიტი დაადასტურა (ყავის დასალევად ყოფილა)

11211473_1564722060439223_1015943709_oსომხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  სომხეთის ეროვნული კრების პრესსამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია სოხეთის პარლამენტის თავმჯდომარის გალუსტ სააკიანისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარის  ანატოლი ბიბილოვის შეხვედრის შესახებ…

სომხეთის ეროვნული კრების ინფორმაციის სამმართველოს უფროსის არსენ ბაბაიანის განცხადებით ,,სააკიანისა და ბიბილოვის შეხვედრა ძალიან კერძო ხასიათის იყო. არ განხილულა ოფიციალური საკითხები. კერძო პირებს შორის შეხვედრას კი, პოლიტიკურ პოზიციებთან კავშირი არააქვს,, აცხადებს ბაბაიანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია…

,,ე.წ. სამხეთ ოსეთის დეფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი, სომხეთის ნაციონალური კრების (პარლამენტის) თავმჯდომარის გალუსტ სააკიანის მოწვევით, სამუშაო ვიზიტად მთიანი ყარაბახის რეგიონში იმყოფება, აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პარლამენტის ოფიციალური საიტი.

დეფაქტო სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო ორგანოს ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეებმა, პირისპირ შეხვედრისას ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილეს…

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ბიბილოვმა, სომეხ კოლეგასთან საუბრისას ოსმალური იმპერიის მიერ 100 წლის უკან განხორციელებუ სომეხთა გენოციდს შეეხო და დაგმო ეს ფაქტი… მან ასევე აღნიშნა, რომ ისევე როგორც სომხები, ოსებიც გახდნენ ქართველთა მხრიდან ეთნიკური წმენდისა და გენოციდის მსხვერპლნი… რის გამოც ოსებს გულთან ახლოს მიაქვთ სომხების გენოციდი და იზიარებენ სომეხთა ტკივილს,, აცხადებს სამხრეთ ოსური პარლამენტის საიტი

სააგენტო ,,თაიმერი,,

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში“ჩვენი რეაქცია იქნება ძალიან მძაფრი და ხისტი,” – თედო ჯაფარიძე სომხეთში სავარაუდოდ გამართულ შეხვედრაზე
შემდეგი სტატია„ხალხი ითხოვს და იღებს ცვლილებებს“, – დავით ბაქრაძე