სომხეთი 1915 წლის მასობრივი მკვლელობის მსხვერპლებს იხსენებს

სომხეთი1სომხეთში მიმდინარეობს ცერემონია, რომელიც თურქ-ოსმანთა მიერ სომხების მასობრივ ხოცას ეხება.
ღონისძიება ერევანში, დაღუპულთა მემორიალთან მიმდინარეობს.
სომხეთის მონაცემებით მასობრივი ხოცვა-ჟლეტის შედეგად დაღუპულია მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი, თუმცა ამ მონაცემებს თურქეთი არ ეთანხმება.
ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, სერბეთის პრეზიდენტმა ტიმოსლავ ნიკოლიჩმა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადმერ პუტინმა და სხვებმა.
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ გრიგრიანმა ცერემონიის მსვლელობისას განაცხადა, რომ „გენოციდებთან უკომპრომისო საერთაშორისო ბრძოლა “ ქვეყნის პოლიტიკის განუყრელი ნაწილი იქნება მუდამ.
„სომეხი ხალხი ყოველთვის დადგება მათ გვერდით, რომლებიც კაცობრიობის წინააღდეგ ჩედენილი დანაშაულებების გამო დაზარალდნენ“ – განაცხადა პრეზიდენტმა სარგსიანმა.

banner
წინა სტატიაშიობამამ ტყვეების დახოცვის გამო ბოდიში მოიხადა
შემდეგი სტატიაკალაძის განცხადება ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით