სომხეთის ოპოზიციის შეფასებით ქვეყანაში მოქმედებს რუსული დიქტატურა

რუსი ჯარისკაცის მიერ დაჭრილი 6 თვის სერიოჟა ავეტისიანი დაიღუპა

სომხეთის ოპოზიციის შეფასებით ქვეყანაში მოქმედებს რუსული დიქტატურასომხეთის ოპოზიციის შეფასებით, დღეს ქვეყანაში ხალხი გრძნობს თავს ისე, როგორც რუსეთის გუბერნიაში.ისინი ხელისუფლებას უპრინციპობის გამო აკრიტიკებენ.

მათი თქმით, დღეს ქვეყანაში მოქმედებს რუსული დიქტატურა და 6 ადამიანის მკვლელობას ოპოზიცია მხოლოდ დანაშაულს არ უწოდებს. მათი შეფასებით, ეს არის გენოციდი სომეხი ხალხის წინააღმდეგ, რომელზეც ხელისუფლებას ადეკვატური პასუხი არა აქვს.

„ჩვენ ვიმკით იმ ავტორიტარული პოლიტიკის შედეგებს, რომელიც არის სომხეთსა და რუსეთში. ახლა, როდესაც ამ დანაშაულზე არ ვრცელდება სომხური იურისდიქცია, როდესაც კანონით გვაქვს უფლება, ჯარისკაცი აქ გავასამართლოთ და რუსეთი გვართმევს ამ უფლებას, ჩვენ ვიღებთ კოლონიზატორულ პოლიტიკას, როდესაც ჩვენ ვართ რუსეთის კოლონია. ჩვენი ხელისუფლება რუსეთის მიმართ დღეს არ არის პრინციპული. დღეს სომხეთში ხელისუფლება არ ეკუთვნის ხალხს და ის კონტროლდება რუსეთის მიერ. ეს არის პრობლემის არსი. ჩვენ დღეს გვიჩნდება განცდა, რომ ვცხოვრობთ რუსეთის გუბერნიაში. 6 ადამიანის მკვლელობა ჩვეთვის არ იყო მხოლოდ ტრაგედია, ეს არის გენოციდი,“ – აცხადებს სომხეთის პარლამენტის დეპუტატი, პოსანდჟარიანი.

 

banner
წინა სტატიაშიავეტისიანების ოჯახზე რუსი სამხედროს თავდასხმის რამდენიმე დეტალი დღეს გახდა ცნობილი
შემდეგი სტატია“მე ომს ავირჩევ”-მიხაილ ხადარკოვსკი