სომხები ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ოფიციალურ კავშირს ამყარებენ

ე.წ. სამხეთ ოსეთის დეფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი, სომხეთის ნაციონალური კრების (პარლამენტის) თავმჯდომარის გალუსტ სააკიანის მოწვევით, სამუშაო ვიზიტად მთიანი ყარაბახის რეგიონში იმყოფება, აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პარლამენტის ოფიციალური საიტი.

დეფაქტო სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო ორგანოს ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეებმა, პირისპირ შეხვედრისას ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილეს…

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ბიბილოვმა, სომეხ კოლეგასთან საუბრისას ოსმალური იმპერიის მიერ 100 წლის უკან განხორციელებუ სომეხთა გენოციდს შეეხო და დაგმო ეს ფაქტი… მან ასევე აღნიშნა, რომ ისევე როგორც სომხები, ოსებიც გახდნენ ქართველთა მხრიდან ეთნიკური წმენდისა და გენოციდის მსხვერპლნი… რის გამოც ოსებს გულთან ახლოს მიაქვთ სომხების გენოციდი და იზიარებენ სომეხთა ტკივილს.

ანატოლი ბიბილოვის სამუშაო ვიზიტის პროგრამაში, აგრეთვე გათვალისწინებული იყო მისი, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლის მონაწილეობა ე.წ. მთიანი ყარაბახის რესპუბლიკის ნაციონალური კრების არჩევნებში, რომელიც  3 მაისს გაიმართა.

banner
წინა სტატიაში,,ღამის მგლები,, გერმანიაში დააკავეს
შემდეგი სტატიაეკა გიგაური ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის ობიექტი