“სოკარ ჯორჯია გაზი” კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ღირებულებას ზრდის

კომპანია “სოკარჯორჯიაგაზი” კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ღირებულების გაზრდასთან დაკაშირებით განცხადებასავრცელებს:

“ბუნებრივი გაზის იმპორტიდან გამომდინარე, აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების გამო, აუცილებელი გახდა ბუნებრივი გაზის საფასურის კორექტირება კომერციული სექტორის მომხმარებლებისთვის. მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” ყველა კატეგორიის კომერციულ მომხმარებელზე, გარდა პურის ქარხნებისა, მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 90 თეთრის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაფხაზებმა გაქცეული ქართველი პატიმარი დააკავეს
შემდეგი სტატიაჯეიმს აპატურაი – საქართველო იღებს ისეთ მხარდაჭერას, რომელიც ნატო-ს არ გამოუხატავს არც ერთი არაწევრი სახელმწიფოს მიმართ