სოზარ სუბარი უკრაინაში იმყოფება

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მონაწილეობა მიიღო უკრაინაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ სიტუაციებში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლს შეეხებოდა.
სამინისტროს ცნობით, კონფერენციაზე მინისტრი სოზარ სუბარი მოხსენებით წარსდგა. მან სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა დევნილთა უფლებებზე და ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ სამართლებრივ ჩარჩოზე.
სოზარ სუბარმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ის პროგრამები, რომლებსაც სამინისტრო დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით ახორციელებს.
სამინისტროს ცნობით, თავის მოხსენებაში მინისტრმა ხაზი გაუსვა დევნილთა ხელახალი რეგისტრაციის მნიშვნელობასაც.
“საერთაშორისო კონფერენციაზე მინისტრის გამოსვლამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. უკრაინული მხარის განცხადებით, პრობლემების გადაწყვეტისას მათთვის მნიშვნელოვანია ქართული გამოცდილების გაზიარება, ვინაიდან ამ ეტაპზე უკრაინაში არსებულ ვითარებასთან ყველაზე ახლოს ქართული მაგალითია.
საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის ომბუდსმენისა და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით გაიმართა”, – აცხადებენ სამინისტროში.
მათი ცნობით, კონფერენციას ოცამდე ქვეყნის ომბუდსმენი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.

banner
წინა სტატიაშიახვლედიანის თქმით პრემიერ–მინისტრი ბოლოს 24 აგვისტოს ნახა
შემდეგი სტატია,,თქვენ შეურაცხყავით ისტორია, ფენომენი, რომელსაც ჩხოროწყუელობა ჰქვია”