სოზარ სუბარი: პირველ ეტაპზე ქონება დაუბრუნდება მათ, ვისი ქონებაც სახელმწიფოს ხელშია

დღევანდელი მთავრობის სხდომაზე იძულებით ჩამორთმეული ქონების დაბრუნების თაობაზე მსჯელობენ.

იძულებით ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე ლტოლვილთა მინისტრმა განცხადება გააკეთა. სოზარ სუბარის თქმით, პირველ ეტაპზე, ქონება იმ პირებს დაუბრუნდება, ვისი ქონებაც სახელმწიფოს ეკუთვნის, სხვა შემთხვევებში კი შესაძლოა, სასამართლო დავის გზა იქნას გამოყენებული.

“პირველ ეტაპზე, ქონების დაბრუნება ხდება იმ მფლობელისთვის, ვისი ქონებაც ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია და რომლის დაბრუნება შესაძლებელია. არის ქონებები, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ წაართვა, გაიყიდა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ჰყავთ კეთილსინდისიერი მყიდველები. აქ სხვა მექანიზმებია მოსაფიქრებელი, შეიძლება იყოს სასამართლო დავის გზა,” -განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიპეტრე პოროშენკო: ახალი საპატრულო სამსახურის ხელმძღვანელად ზღულაძეს ვხედავ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო დახმარება და მხარდაჭერის გამოხატულება ჩვენი სახელმწიფოსთვის