სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობა” მაოხრებელ გზირს მაგონებს

დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მას სულხან-საბა ორბელიანის ერთ-ერთი იგავს, „მაოხრებელ გზირს“ აგონებს.

„მკვდრები არიან და მაინც ზიანს გვაყენებენ,“ – ასე გამოეხმაურა სოზარ სუბარი ვახტანგ გომელაურის განცხადებას ქვეყანაში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის არსებობის თაობაზე. თუმცა, მინისტრი იქვე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის ნებისმიერი მცდელობა უშედეგოა.

„დესტაბილიზაციის მოსურნე, ბუნებრივია, ბევრია და ამ ბევრს ერთი კოლექტიური სახელი აქვს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ მათ არაფერი არ გამოუვათ. ცდილობენ, ზიანი მოგვაყენონ, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ,“ – აცხადებს სოზარ სუბარი.

banner
წინა სტატიაში“მე ჩემპიონი მინისტრი ვარ,” – პაატა ზაქარეიშვილი
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს შუღლის გაღვივებას და არეულობას