სოზარ სუბარი: ეს არ არის ცუდი ფასი, რომ შევადაროთ იგივე ევროპის ფასებს

რთველი, ყურძნის ფასი, კახელი გლეხების უკმაყოფილება და საპროტესტო აქციები იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. მინისტრთა კაბინეტის წევრები კანცელარიაში ამ წუთებში იკრიბებიან.

სხდომის დაწყებამდე სოფლის მეურნეობის მინისტრმა რთველის მიმდინარეობასა და გლეხების მოთხოვნებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

თუმცა, რთველთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დევნილთა მინისტრმა. როგორც სოზარ სუბარი განმარტავს, ყურძნის ფასს არეგულირებს საბაზრო ეკონომიკა. მინისტრი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყურძნის ფასი ქვეყანაში ნორმალურია

“ეს არ არის ცუდი ფასი რომ შევადაროთ იგივე ევროპის ფასებს. მაგალითად, საფრანგეთში, რომლის ღვინოც არის მსოფლიოში ყველაზე მაღალხარისხიანი, უფრო ნაკლებია ფასი, ვიდრე გვაქვს საქართველოში,” – განმარტა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარის განცხადებით მთვარობა საკანონმდებლო ორგანოში მისასვლელად მზად არის
შემდეგი სტატია,,პარლამენტის მუშაობა არის მნიშვნელოვნად უფრო გამჭვირვალე, ვიდრე ოდესმე”