სკოლის მოსწავლეებმა ქართველი სამხედროების ავღანეთიდან გამოგზავნილი წერილები მიიღეს

თბილისის 82-ე და 85-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ქართველი სამხედროების ავღანეთიდან გამოგზავნილი წერილები მიიღეს.

იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლებმა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს გზავნილები გადასცეს.

შეხვედრაზე ბავშვებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ქართული ჯარისა და ჯარისკაცების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრეს.

„წერილები ჯარისკაცებს” საქართველოს იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიყურანის მტერი პასტორი აშშ-ს პრეზიდენტობას აპირებს
შემდეგი სტატია9 აპრილს დაღუპული გმირები ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გაიხსენეს