სკოლების მსოფლიო რეიტინგი – ლიდერი აზია

ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის მიერ მსოფლიოში ჩატარებულმა კვლევებმა სკოლებს შორის, აზიის ქვეყნები და საგანმანათლებლო სისტემა მოწინავე პოზიციებზე აჩვენა, მაშინ, ლათინური ამერიკა და აფრიკის ქვეყნები ბოლო პოზიციებზე აღმოჩნდნენ.
რეიტინგის სათავეში სინგაპური აღმოჩნდა, მას მოსდევენ ჰონკონგი, სამხრეთ კორეა, იაპონია და ტაივანი. ევროპული ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფინეთს აქვს, რომელმაც მეექვსე ადგილი დაიკავა აღნიშნულ კვლევებში.
ბრიტანეთი, რომელსაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, მე-20 ადგილზეა. ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნებიდან საუკეთესო მაჩვენებელი ესტონეთს აქვს მე-7 ადგილით.
„განათლების სტანდარტების გაუმჯობესება ეკონომიკური მაჩვენებლის გაზრდას შეუწყობს ხელს“ – ნათქვამია კვლევებში.
აღნიშნული რეიტინგი მსოფლიო საგანმანათლებლო ფორუმზე იქნება წარმოდგენლი, რომელიც სამხრეთ კორეაში უნდა გაიმართოს.
კვლევის ავტორების თქმით, მათი მიზანია ნახონ, რამდენად არის კეთილდღეობა და ეკომნომიკური ზრდა განათლებასთან დაკავშირებული.
კვლევების პირველი 12 ადგილი ასე გამოიყურება
1. სინგაპური, 2. ჰონკონგი, 3. სამხრეთ კორეა, 4. იაპონია, 5. ტაივანი, 6. ფინეთი, 6. ესტონეთი, 8. შვეიცარია, 9. ნიდერლანდი, 10. კანადა, 11. პოლონეთი, 12. ვიეტნამი.

banner
წინა სტატიაში„ჯონ კერიმ რუსეთში ვიზიტიდან მხოლოდ კარტოფილი მიიღო“–National Journal
შემდეგი სტატიალაშა მახარაძის დედამ სასამართლოზე მისი შვილის მკვლელობის დღე დეტალურად გაიხსენა