სკანდალური ჩანაწერი – ოქრუაშვილი-ხაბურძანია – იარაღიც მაყიდინეს, მანქანებიც მაყიდინეს, ამდენი ხალხი აქ მიყრია

სკანდალური ჩანაწერი - ოქრუაშვილი-ხაბურძანია - იარაღიც მაყიდინეს, მანქანებიც მაყიდინეს, ამდენი ხალხი აქ მიყრია

სკანდალური ჩანაწერი - ოქრუაშვილი-ხაბურძანია - იარაღიც მაყიდინეს, მანქანებიც მაყიდინეს, ამდენი ხალხი აქ მიყრიაგაზეთი „ქრონიკა+“ 2011 წელს საქართველოს მთავრბის ორ ყოფილ მინისტრს შორის საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს. თავდაცვის და უშიშროების ყოფილი მინისტრები, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე, გეგმებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, ცალკეულ პოლიტიკურ ფიგურებზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ. საუბარი შეიძლება პირობითად სამ ნაწილად დაიყოს. საუბრის პირველ ნაწილში, ყოფილ მინისტრებთან საუბარში „სკაიპით“ ეროსი კიწმარიშვილიც ერთვება. ექს-მინისტრები საუბარში ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენაზე და ამ გამოჩენის შემდეგ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობენ. ხაბურზანია და ოქრუაშვილი, რუსეთის საქართველოს პოლიტიკით დაინტერესებაზეც საუბრობენ. ირაკლი ოქრუაშვილი საუბარში იარაღის და მანქანების ყიდვაზე და ხალხზე ლაპარაკობს, რომელიც მას პოლიტიკური მიზნებისთვის უნდა გამოეყენებინა

ი.ო.: რაო?

ვ.ხ.: რაო და სანამ შენ გეძინა, გავათავისუფლეთ საქართველო. მიშა გაიქცა, საქართველო თავისუფალია.

ი.ო.: დაჯექი.

ვ.ხ.: ეტა სერიოზნი…

ი.ო.: კი…

ვ.ხ.: ახლა ბარემ `პა პარიადკუ~ მოვყვები და უცებ განვიხილოთ, მერე გავრბივარ.

ი.ო.: მითხარი, აბა, ამასობაში, გადავავლებ თვალს.

ვ.ხ.: ე. ი. გუბაზას ველაპარაკე, აუ, გადაირია, `პროსტოო~ მოვარდნენო, გაიგეო? დამისვეს კითხვაო, მე ვიფიქრე, მაგის მოგზავნილიაო.

ი.ო.: `კვირის პალიტრაში~ განმეორებული აქვს.

ვ.ხ.: ჰოდა, მაგის მოგზავნილი ხომ არ არიო, მაგას ხომ აქვს პრესცენტრი, `პროსტოო~, ზრდილობა გამოვიჩინეო, იმიტომ რომ…

ი.ო.: ფარავს რაღაცას. ახლა ა…რაკებს.

ვ.ხ.: ვერ მომატყუებს, რატო, იცი? გელოდი იქ არის (ფორუმის წევრი, გელოდი გოგიტიძე, _ რედ.). ახლა მე რომ რაღაცეები ახლა ვიშოვნე, მაგისთვის და გავუგზავნე, ეს ჩვენი ძმაკაცი, ერთად ვიყავით ჩვენ სამივე, ახლა აღარ აქვს საშუალება, ბინა გაყიდა და ესა, ისა, რაღაცა ფულს მაგისთვისაც… ვუთხარი, მიეცი-თქვა, არ არსებობს ასეთი ვარიანტი, რომ მაგი ფულს იღებდეს და თან ოფიციალურად განაცხადა, იმას ვხვდებიო, გულუასო და… მაგას ვმალავდით და დანარჩენი გულუა და მაგი მე თუ ფულს მიმალავენ, დანარჩენი რა არის… ჩემთვის დასამალი, რა წილში ვიყავი გუბაზისთან.

ი.ო.: საქმე ახლა ამან გააფუჭა. თუ ეგეთი არარსებული ის არის, ურთიერთობის გამო ეგეთი რაღაცა გააკეთა, ფრთებს შეასხამს, იმის დედა ვატირე…

ვ.ხ.: ახლა შეხედე, მე გულუას უნდა შევხვდე, ბარემ მოდი, მე რა ინფორმაციაც მაქვს, ყველაფერი მიმოვიხილოთ, ეს თემები, რაც შეეხება პეტროვს.

ი.ო.: ჰო, ალექსეი.

ვ.ხ.: ლიოშა პეტროვი არი ეგეთი, ეგ არის კაცი, რომელიც სულ საშუალო დონეზეა და სულ ტივტივებს, ამ იმაში, ქართულ საკითხში, ვიზებზე ჩალიჩობდა, ვიცი, `ონ~ საშუალოზე დაბალი რგოლია, რა… მარა მუდმივად ამ ქართულ თემაში იხარშება. ისეთი რომ, `კაროჩე~, ახლა ამ თემაში იხარშება.

ი.ო.: არაფერს არ წყვეტს და ვერაფერს ვერ გადაწყვეტს რეალურად.

ვ.ხ.: ეს ტელევიზიის ამბავი და ეს ისა თემად უნდა, `დაჟე~ რომ უთხრა, კიო, შეიძლება ვერ გადაწყვიტოს. ჰოდა, მე ხომ რეალურად… შენთან სათამაშო რა მაქვს მე?.. მე მინდა, რომ…

ი.ო.: ეს, ეტყობა, სახლში ეახლა ახლა რო, მაგის დედა ვატირე, კამერების წინ.

ვ.ხ.: საქმე გაკეთდეს, მე ამისთვის მივდივარ, ახლა გულუას მე რატომ იმავშვებოდი ამ გულუას, გულუაზე მე ვარ ნაწყენი, პრინციპში, `ონ მენია კინულ~, ხოდა.

ი.ო.: ვალე, ჩაი, ყავა?..

ვ.ხ.: მე ჩაი, ახლა შეხვედრები მაქვს.

ი.ო.: ორი ჩაი.

ვ.ხ.: `მინერალნი ესლი ესტ~… `ვოლკის~ იმედი მქონდა, დაბერდა ამასობაში ეს დედამო…ი, პრესცენტრის უფროსი `მვდ~-ს. `კაროჩე~, ახლა, მე ერთი რამ მინდა, რო გულუასთან მე არ უნდა გავიშიფრო, რა, რომ შენთან რაიმე კონტაქტი მაქვს და რატომ…

ი.ო.: ეროსა შეხვდა და წავიდეს.

ვ.ხ.: მაშინ ეროსამ სხვა ვიღაცა უნდა ნახოს. მე გულუასთან ურთიერთობა უნდა გავაგრძელო. რატომ, ახლა, შეხედე: გულუა მეუბნება ამას წინათ, _ ძაან საიდუმლო ინფორმაციააო, მეო ბიძინა ივანიშვილს უნდა შევხვდეო. აქედან არიო `დაბროო~, რაღაცაო, პარტიაო, ესა-ისო, ეს ინფორმაცია გამანდო. მე ვფიქრობ, რომ არავითარი `დაბრო~ მაგას აქედან არ ქონდა, `ონ პო სვოეი ინიციატივე~ ადგა, რაღაც ფული დახარჯა, ბიძინას შეიძლება არც შეხვდა, მაგრამ რაღაც ინფორმაციები ბიძინამდე მივიდა და სიტუაციიდან გამომდინარე მივიდა ბიძინა ამ გადაწყვეტილებამდე, რა იმიტომ, რომ..

ი.ო.: რამე ეტყობა განცხადებებს, თუ?

ვ.ხ.: არა, განცხადებებში ამბობს, რომ… მაგი მოქალაქე არის? მე მგონი, არ არის.

ი.ო.: ყველა ვარიანტში იქნება, ამდენი ხანი, ამდენი ჩახუტების მერე, პირველ რიგში, მიშასთან პასპორტი არ ექნება?

ვ.ხ.: მისცემდა მიშა?

ი.ო.: ყველა ვარიანტში მიცემდა.

ვ.ხ.: ამაზე ხომ ოფიციალური ბრძანება უნდა ყოფილიყო?

ი.ო.: ხო, რა თქმა უნდა,

ვ.ხ.: ვერ ვნახე.

ი.ო.: შეიძლება, ძველი პასპორტი აქვს და არცა აქვს, რა ვიცი…

ვ.ხ.: მაგას ხომ დედას მოვუ…ნ, მასე გულუასაც აქვს. გულუა არის რუსეთის მოქალაქე, მაგრამ გულუას აქვს ძველი, დარჩენილი. მიშა ეტყვის: `პაშოლ ნა ხ…ი, ტი გრაჟდანინ გრუზიი, ილი გრაჟდანინ რასიი? რეშაი, ესლი ონ ბუდეტ, რეშატ ზა გრუზიუ~, დედას მოუ…ნავს, რუსეთის მოქალაქეობას ჩამოართმევენ და პრობლემები ექნება. `ესლი ონ ბუდეტ რეშატ ზა რასიუ, ესლი ონ ნააბაროტ ბუდეტ რეშატ, ტოჟე პრაბლემა… (ხმა ისმის ცუდად)… ისა, შენი სპეცრაზმელია?

ი.ო.: `მვდ~-სი.

ვ.ხ.: `მვდ~-ში მერე იქნებოდა, კაცო, `მვდ~-ში როგორ დაჭრეს?

ი.ო.: საავადმყოფოშია… რამეს იძახის ისეთს, რომ ან მიშას დედა მოვტ…ან ან რამე?…

ვ.ხ.: ყველაზე მთავარი რა არის, იცი? შვილმა ფეისბუქში გააპიარა, შვილს ხომ ფანები ყავს მუსიკალური და რაღაცა.

ი.ო.: ეს შვილი ალბინოსი როგორ გამოუვიდა?

ვ.ხ.: მეორეც ალბინოსი ყავს…

ი.ო.: ეგ მიშასთვის საინტერესოა, `ვაფშე~ მიშასთან შეთანხმებით ხდება თუ არა?..

ვ.ხ.: არა მგონია…

ი.ო.: არა გგონია?

ვ.ხ.: ნუ, ერთი ვარიანტია, მაგან შეიძლება მიიღოს მონაწილეობა, ეს ყველაფერი ჩაფლავდეს და საბოლოოდ თქვას ხალხმა, რომ მეტი აზრი არა აქვს.

ი.ო.: არა, თავს არ გაიბანძებს ეგა. უნდა მოიგოს.

ვ.ხ.: თავს რატომ გაიბანძებს, მიშასთან შეათანხმებდა, თუ ხდება სიტუაციისათვის…

ი.ო.: რას მიიღებს?

ვ.ხ.: `ვსიო~, მაშინ გამოვრიცხეთ მიშასთან შეთანხმება, ხო? მაშინ ალტერნატივას ქმნის, ხო?

ი.ო.: მიშას რომ სისხლი გადაუსხას მაგან თავისი მანდ მონაწილეობით, თან ისე, რომ თავისი ხმები აიღოს და მიშას ხალხი გაიყვანოს, მიშა მაინც… მოდი, ასე ვთქვათ: მიშა უკვე ბანკროტია, `ნაციონალური მოძრაობით~ ხისტად, `ჟოსტკად~ უნდა მოიგოს… ხო ასეა, თუ, დავუშვათ, ბიძინა გახდებოდა პრეზიდენტი, მიშა გახდებოდა პრემიერი, ვერავინ ვერ შეაგინებს, პუტინის გეგმა გააკეთაო.

ვ.ხ.: ნუ ახლა ძაან… შეუძლებელია ეგ თამაში.

რეკავს სკაიპი. ისმის ეროსი კიწმარიშვილის ხმა, _ ირაა,

ი.ო.: ახლა არ მითხრა, შენც აჟიტირებული იქნები ამ ბიძინას გამო.

ე.კ.: ბიძინას გამო მთელი საქართველოა, ბიჭო, აჟიტირებული.

ი.ო.: აი, მე და ვალერი ვზივართ და მაგაზე ვლაპარაკობდით ახლა.

ე.კ.: ჰო, მერე?

ი.ო.: მე ახლა გავიღვიძე, არ წამიკითხია არაფერი.

ე.კ.: მოკლედ, აქ არის სრული ისტერიკა, ვალერი და შენ ხართ? ჰო, მომიკითხე. ისა, რა ქვია, სხვა თემაზე მინდოდა, მე სხვა რამეზე გირეკავდი, ამიტომ ჩამოყალიბდი და მე, სადღაც, ერთ საათში დაგირეკავ.

ი.ო.: არ იყო ეგ საჭირო, სოზარა ჩქარობს ასეთ იმეებზე, `ვაფშე~ გასაკეთებელი არ იყო ეგ განცხადება.

ე.კ.: იცი, რა? მე ვფიქრობ, რომ იყო გასაკეთებელი, იყოს. მშრალი გავაკეთებინე მაქსიმალურად.

ი.ო.: ბიჭო, ის არ ვიცით, ტიპი `ვაფშე~ რას აპირებს და რატომ მიესალმებით? არც უნდა შეგეგინებინათ, არც უნდა… ჯერ გაურკვეველია, ტიპი რას აპირებს. იქნება, მიშას თამაშს თამაშობს?

ე.კ.: ხო ეგ, ეგ სხვა თემაა, ეგ სხვა თემაა, ვნახოთ.

ი.ო.: `ვაფშე ნე პრაფესიონალნა~, ძაან ის გამოუვიდა ახლა.

ე.კ.: არა მგონია.

ი.ო.: გადახვევებს ნუ აკეთებთ, რა. რაც მოვილაპარაკეთ, ისეთი იმით გააგრძელეთ.

ე.კ.: შენ ახალი გაღვიძებული ხარ, მე ახლა მეძინება, კაი, საღაცა ერთ საათში, საათნახევარში დავილაპარაკოთ.

ი.ო.: გადამრევს, რა, ერთი თვეა, ხმა ვერ ამოვაღებინე და მაინდამაინც ბიძინაზე გამოვარდა ის გამო…ლევებული სოზარა და მერე რა, გულუამ, ბოლო-ბოლო, დასკვნა რა არის მაგაზე?

ვ.ხ.: დასკვნა არის ასეთი…

ი.ო.: გუშინ სოსოს მოვუყევი და მაგრად ვიცინოდი ჩემთვის, ესე იგი, გუბაზა გადააგდო ტიპმა, სასაცილო იმაში, მაგის ხელიდან გაშვება როგორ შეიძლებოდა? მაგის დედა ვატირე, თან რა ტიპმა, რომელსაც არანაირი საფუძველი და ბეგრაუნდი საქართველოში პოლიტიკური არა აქვს და ყველაზე კარგი ის დაითრია, რა ქვია, თევზი `კრუჩოკზე~.

ვ.ხ.: რითი დაითრია?

ი.ო.: თავის დროზე რომ მოელაპარაკა, რა…

ვ.ხ.: მერე შემდეგ რა მიიღო გულუამ?

ი.ო.: მაგას ვიძახი, რომ გადააგდო, სასაცილოა-თქო, რა, რომ ეგეთი რამის გამო გადააგდო გუბაზა.

ვ.ხ.: იმიტომ, რომ არ იცის ამ კაცმა, აქ რა ხდება, ამას გონია, რომ რაღაცა, ეს პოლიტიკა ამას ბიზნესი ხომ არ გონია, რომ ჩაიყვანს ჯანგველაძეებს და საქმეებს წამოიღებს? მე ახლა უნდა დავტრიალდე, რომ გავიგო ივანიშვილის ამბავი. აქ რა ხდება მაგასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კანტორაში `ნე ბუმ-ბუმ~, აზრზე არ არიან. როგორც ვატყობ, ეს ცოტა სხვა დონეზე არის.

ი.ო.: კანტორაში… ეგ საკანტორე თემა არაა… კანტორა მაგას ვერასოდეს ვერ გაიგებს, მაგას შეთანხმებული ექნება, თუ შეთანხმებული აქვს ეგ სულ სხვაგან.

ვ.ხ.: ხოდა, სულ სხვაგან მივდივარ შაბათს `ვალეიბოლის~ სათამაშოდ. უნდა დავიწყო. კი მიჭირს წელი და რაღაცა, მაგრამ…

ი.ო.: ეგ ეცოდინება მალკინს, მაგის პარტნიორს.

ვ.ხ.: შაბათს თუ იქნა ისა იქა დაველაპარაკები, პლატონიჩი.

ი.ო.: პლატონიჩი მაგის ძმაკაცია.

ვ.ხ.: მე ერთადერთი მინისტრი ვარ, რომელიც იცნობს…

ი.ო.: ვანო მეორეა. რატო, კაცო?

ვ.ხ.: ვანო რომ შეხვდა, ვანო მინისტრი კი არა, ვანო მიშას გაგრძელება შეხვდა. მე ვამბობ, ჩემს პირობებში შევარდნაძის თანხმობის გარეშე შევხვდი.

ი.ო.: თარგამაძეს არ ქონდა ურთიერთობა?

ვ.ხ.: არა, შევარდნაძეს თვალები დაუსისხლიანდა, რომ ვუთხარი, ივანიშვილს შევხვდი-თქო. გული არ გაუსკდეს-მეთქი.

ი.ო.: საინტერესო ამბავია, ვანომ დაარტყა ერთი ბოლო ორი კვირის განმავლობაში IთV-ზე რაღაცეები იყო მაგაზე სერიოზული, ლანძღავდნენ.

ვ.ხ.: (ცუდად ისმის) თუ რაღაც კაცი აზრზე ხარ…

ი.ო.: მოდი, ასე ვთქვათ, მიშას წამოყრანტალებულია, მიშა პირველი ბოზია `კამანდაში~. ყველაფერს მიშა აყრანტალებდა.

ვ.ხ.: წამოცდება ხოლმე.

ი.ო.: მიშას წამოყრანტალება, ქუთაისში პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება 26-მაისს და მერე ისტერიული `აპრავერჟენიები~, მერე კაცს სიტყვა არ უთქვია, მაგის დედა ვატირე. ბიძინას ახლა გამოჩენა, ეგ `კოსვენნა~ ადასტურებს, რომ რაღაცა ხდება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. ერთი წლით ადრე რატომ გამოხტა ბიძინა? რა აზრი ქონდა ერთი წლის განმავლობაში რომ აგინონ და ტალახში ჩადონ და ისა?

ვ.ხ.: იტყვი, რომ დაიწყოს ცოტ-ცოტა რამ.

ი.ო.: მოდი, ასე ვთქვათ, ეს კაცი `დურაკი~ არ არის, მე რაც გავაკეთე 2007-ში.

ვ.ხ.: ადრე დაიწყო, შეიძლება ასე ითქვას…

ი.ო.: მკვდარი პროცესია ეგ, მე რაც გავაკეთე, ყველაზე ეფექტური ეგ იყო და არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია. ორჯერ-ორი გამომივიდა. არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია. მთელი წლის განმავლობაში მოლოდინი ვაღვივე, მთელი წლის განმავლობაში იყო: ოპოზიციაში გადადის, გადადის, მთელი წელი ხალხი ამაზე ლაპარაკობდა. ბოლოს პენალტი დავურტყი, ბიძინა ამას, ეს არ არის მოლოდინის გაღვივება, რა. ბიძინას შეეძლო, მინიმუმ ექვსი თვე მოლოდინი ახლავე დაედო, აპირებს, აპირებს, აპირებს, `კოსვენნა~ დაედასტურებინა, ამაზე უნდა ეფიქრა მაგას, ახლა რა გამოდის? ერთკვირიანი პიარი იქნება, ბიძინამ ქმედებები თუ არ მოაყოლა, მერე ყველას დაავიწყდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები მომავალ წელს არის ოქტომბერში. თუ არჩევნები ახლაა, სამ-ოთხ თვეში, მაშინ ყველაფერი კარგად არის და ნაღდად სწორი გაუკეთებია. ამით იმის თქმა მინდა, რომ მიშას წამოყრანტალებული და ამის ქმედებები რაღაცნაირად ადასტურებს, რომ შეიძლება არჩევნები ახლა იყოს. გაიხსენე, მიშას არჩევნები, არც ერთი არჩევნები არ ჩაუტარებია ვადამდელი.

ვ.ხ.: რის საფუძველზე აკეთებს მაშინ ახლა არჩევნებს? მაშინ რაღაც უნდა მოხდეს.

ი.ო.: შენ ახლა იმის მიხედვით ნუ უყურებ, მაშინ რომ უყურებდი.

ვ.ხ.: მაშინ ფონი…

ი.ო: არაფერი ფონი არ უნდა. კონსტიტუცია რომ შეცვალა და თარიღი გადმოწია, უადგილო არჩევნები ჩაატარა, 7 ნოემბერს ვინ ელოდებოდა, რომ გადადგებოდა და არჩევნებს ჩაატარებდა ეგრევე?

ვ.ხ.: მაშინ დაძაბული სიტუაცია იყო.

ი.ო.: სამაგისოდ დაძაბული არ იყო, რომ ეს ექნა.

ვ.ხ.: ამან, უბრალოდ, თავისთვის საუკეთესო ფორმა მონახა, თავისთავად სიტუაცია განიმუხტა.

ი.ო.: მე ვფიქრობ, რომ არ არის გამორიცხული, პირდაპირ თქვას, პუტინის არჩევნები არის საფრთხე ქვეყნისთვის, მე ამას არ დავუშვებ. მის რიტორიკაში ჯდება, ჩემთან აქვს ნათქვამი, ბევრჯერ: უნდა გავძვრეთ ისეთ სიტუაციაში, ამის თქმა რომ დაგვჭირდეს პირდაპირ, ეს უნდა ვთქვათ, დასავლეთი ამას უფრო გაიგებს, ვიდრე იმას, რომ უცბად რაღაცა მივშალ-მოვშალოთ პარლამენტი.

ვ.ხ.: შენ რომ რაღაცა გადახვიდე სხვაგან (ცუდად ისმის)…

ი.ო.: იცი, რა, მე დარწმუნებული არა ვარ, რომ არ მაწყობს, დარწმუნებული რაში არა ვარ, ვალე, ეს ერთწლიანი პროცესი. ჩაკარგულ სიტუაციაში, უზარმაზარი ფული უნდა დახარჯო ერთ წელიწადში. უამრავი ადამიანი უნდა დააყენო `პად უდარ~.

ვ.ხ.: მაშინ პირიქით რომ გააკეთო?

ი.ო.: რო აპირებს?

ვ.ხ.: მოუწოდო და გააკეთოს.

ი.ო.: მოუწოდო გააკეთოს, ეს უფრო რეალურია. უფრო სწორია. მიშას რომ დავასწროთ და ვთქვათ, რომ საფრთხე ქვეყნისათვის თუ ეს არის, მოდი, ახლა… იცინის.

ვ.ხ.: ეს არის და თუ არის, თუ შენ თვლი, პრეზიდენტი ხარ ამდენი ხანია და ესა, გარისკე და გააკეთე.

ი.ო.: ეგ მაგარი იდეააა… ისედაც ხომ ბოლოს იმიჯი შემექმნა, რომ მიშას თამაშს თამაშობსო და აწი ნახე მერე…

ვ.ხ.: ძაან მაგარი რაღაცა იქნება.

ი.ო.: ბიძინას ამბავი რო საინტერესოა ეს ახლა ჩავუჯდები, `პროსტო~, ვიფიქრებ, რა არის…

ვ.ხ.: შენ იფიქრებ და მე ვიმუშავებ, იმიტომ რომ ხომ მაქვს რაღაცეები, დავამატებ ინფორმაციას და გავაანალიზებ.

ი.ო.: შენ მომისმინე, მალკინთან არის ვინმე, ვინც…

ვ.ხ.: ხელის შეშლის მეტი არაფერი იქნება. ჩემთან, სახლშია.

ი.ო.: ბიძაჩემს ვმალავდი ორი კვირა და `ვაფშე~ ვერაფერი ვერ გაიგეს.

ვ.ხ.: გუბაზას ისა, რა ქვია, სიგნალიზაცია ჩემი დავუყენე, გამოყ…ლმა ზაფხულში `მვდ~ ჩართო და მიიყვანა სახლში. მე ვუთხარი,მ აგი გეთქვა-თქო. ახლა აქაც თუ მისმენენ, `პროსტო~ წავალ და ვანოს ჩამოვართმევ ხელს და ვეტყვი, `პროსტო~, შენ ყოფილხარ კაცი-თქო და ჩავბარდები, ჯერ ჩასაბარებელი რა მჭირს?

ი.ო.: მითებია მაგაზე შექმნილი, მაგის დედა ვატირე.

ვ.ხ.: რა თქმა უნდა, მაგრამ მე, `პროსტო~, ისე გეუბნები. ცალკე გამო…ლევებული ვალერა, ცალკე მოსკოვში დაპორწიალობს. მაგათთვის პრობლემა არაა, ვალერა და…

ი.ო.: თუმცა არ დაიჯერო, რომ ვალერაზე ყურადღება არა აქვთ, რომ `პროსტო~ დადის მოსკოვში

ვ.ხ.: ვალერა და ირაკლი… პროსტო რას ფიქრობდნენ, შენც რომ გქონდა კონტაქტები, ყოველ შემთხვევაში, კონტროლზე ვარ, მაგრამ ისე, რომ პირველი ნომერი ვიყო.

ი.ო.: ჩემს თემაზე ძაან დიდი ამბავია, განერვიულება აქვთ, იმიტომ რომ

ვ.ხ.: მე და შენ… რომ ერთად გაიგონ.

ი.ო.: უყურე, რას შვებიან, ახალაიებიდან დაწყებული, ცალკე ვანო ბევრ ტიპს აქ ელაპარაკებიან და ეუბნებიან, რომ თუ შემოსვლას აპირებთ, ჩვენ შეგვიძლია გავიწიოთ, მიშას დედა მოვუ…ნათ და მოგელაპარაკოთ ისე, რომ ჩვენც ვიყოთ თემაში და თქვენც ახალი სიტუაციის დასალაგებლად, თქვენი მხრიდან თქვენ იყოთ. ოღონდ ეს იმ შემთვევაში, თუ თქვენ მარტო ხართ ვიღაცეებთან ერთად. თუ ამ საქმეს მოყვება ოქრუაშვილი, მაშინ ჩვენ ბარიკადებზე ვიდგებით, ძმაო, ბოლომდე და არ დავთმობთ არაფერს. ავტომატურად ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ტიპები, ჯერ ერთი, ბლეფობენ და მეორე იციან ჩემი აქაური თემები და ჩემს გვერდზე გაწევას ჩალიჩობენ აქედან. ვიღაცამ აქ რომ ჩათვალოს, რომ მე მგონი ამ ბიჭებთან მოლაპარაკება მართლა შეიძლება. ეს მე გიყვები დაახლოებით ბოლო სამი კვირის ამბავს, რაც, აი, ყურს ხომ აქ მუდმივად ვხვდები. რა ჯანდაბა უნდა ვქნათ? ამათ ერთგულება ვუმტკიცო, იმაზე მეტად არ დამიჯერებენ, ვიდრე ჯერათ. ა, ძმაო, ბორდელებში როგორ უვარდებიან, ჩემი რომ გაგიკვირდათ ყველას.

ვ.ხ.: ვაიმე, რას შვებიან ესენიო, მე ვუთხარი, ასეა საჭირო-თქო.

ი.ო.: სიტუაცია არის ძაან ბუნდოვანი და ცაიტნოტური.

ვ.ხ.: მე ვფიქრობ, რომ შენ ძაან ბევრ დროს უთმობ.

ი.ო.: აქაური სიტუაციების იმას ხო?

ვ.ხ.: განსაკუთრებით, კანტორის ამბავს, დაანებე შენ ამას თავი.

ი.ო.: მართალი ხარ.

ვ.ხ.: საკითხი როგორც კი დადგება, იმ წუთასვე გადაწყდება, რა… მე ხომ ახლა ის კაცი არა ვარ, რომ დაგიწყო, კი, კი, კი, არ არის საჭირო, როგორც კი დადგება, მეც დამიძახებენ, შენც დაგიძახებენ, და…

ი.ო.: ვალერი, `ხ…ი ევო ზნაეტ~, ესენი რას იზამენ, რა თამაშს ჩაატარებენ.

ვ.ხ.: ხუთიანზე ვარ დარწმუნებული, თუ არადა, მე ჩემზე თუ საჭიროება დადგება, ჩემი ძალები უკვე თუ საჭიროება დადგება, ათმაგდება და ასმაგდება. ახლა საჭიროება როცა არ დგას, აზრი არა აქვს, თანაც, 2012 წლის, რაც ვთქვით ჩვენ, იმ თარიღამდე, თუ საჭიროება დადგა, მე უკვე პირდაპირი კონტაქტები მაქვს.

ი.ო.: მომისმინე, მოდი, ასე ვთქვათ, მე ამათ კი მითხრეს, რისიც არა მჯერა, პრინციპში, რომ თუ დადგა ვადამდელი არჩევნების ამბავი, ჩვენ მაშინ აქ ნამეტანი ავატალახებთ, …ლეზე მკიდია, მარტო მე მაინც არ მინდა გარევა და არ აღმოჩნდეს ზემოთ მზაობა, ჩვენ მაინც ავატალახებთ სიტუაციას, მაინც გადავწყვიტავთ, მაგისი არ მჯერა მე, მაგრამ დავუშვათ და მოხდა და მიშამ დანიშნა არჩევნები, ესენი გაყურსულები არიან, თავის იმაში ჩაფლულები არიან, მაშინ რას ვშვებით? მე მაგისი მეშინია, მაგის დედაც მოვ…ნ, კაი, იარაღიც მაყიდინეს, მანქანებიც მაყიდინეს, ამდენი ხალხი აქ მიყრია, ამხელა ზარალი მივიღე, გაბანკროტების დონე, ზარალი მივიღე. `ხ…ი ს ნიმ~. ფეხებზე მკიდია ეგ. სიტუაცია რომ ხელიდან გავუშვა და კიდე არ გამატარონ, მერე უკვე დანძრეული მაქვს. დამთავრებული ამბავია, იქ ისე შეიფუთება ერთ თვეში, ორ თვეში სიტუაცია, მერე გინდა უკაკუნე `კრიშაზე~, გინდა `გრანატამიოტი~ ესროლე, არაფერი აღარ გამოვა.

ვ.ხ.: ხო, მაგი, სიტუაცია ისეთია.

ი.ო.: (ლაპარაკობს ტელეფონზე რუსულ ენაზე. უთანხმდება შეხვედრაზე). ეს კაი ამბავია, მაგის მეშინია, მე მაგ ამბის. მაგის მეშინია, რომ ამან რომ ყ…ზე დაიკიდოს, რაც ლოგიკურია, ახლა უყურე ტიპს, მეტი საქმე არა აქვს, 50 მილიარდი დოლარი გავიდა ბოლოს ამ კვარტალში, 18 მილიარდი გავიდა მარტო პუტინის განცხადების მერე, რომ პრეზიდენტობას აპირებს, აგერ მთელი ისინი. შენი თქმის არ იყოს, ნამეტან ბევრ ყურადღებას კი ვუთმობ მაგას, მაგრამ… ყველაფერი კავშირშია.

ვ.ხ.: ეგ ისეთი რაღაცაა, გავიდა, შემოვა, რა, სად წავა? ვიღაც ყ…ა, გაყიდეს აქციები, ვიღაც ყ…ეებმა იყიდეს. აქციები რა მნიშვნელობა აქვს, როგორ შეიძლება, ორ დღეში, სამ დღეში კაპიტალი გავიდეს?

ი.ო.: ორ კვირაში გავიდა ამდენი (ლაპარაკობს ტელეფონზე რუსულ ენაზე) მაგარ ამბებს გავიგებ ხვალე. დააა…

ვ.ხ.: საინტერესოა, შეიძლება მეც გავიგო და ვნახოთ, რა იქნება, იმიტომ, რომ მე ბიძინას ვხედავდი, როგორც მომავალ სიტუაციის გადამრჩენს.

ი.ო.: მე ბიძინას თემაზე აქ საკითხი როგორ დავუყენე, იცი? მაგის დედა ვატირე, ტიპი წამოსულია, არ ვიცოდი, აქ იყო თუ არა, უფრო ვფიქრობდი, რომ საფრანგეთში იყო, საფრანგეთში ერთი-ორჯერ ამერიდა, პრინციპში არც მე არ მომიკლია თავი ნამეტანი შეხვედრაზე, მაგრამ შევატყვე, რომ ბოლო პერიოდი აქტიურად მოძრაობდა, თვითონ იმათაც მითხრეს, იქაურმა `რაზვედჩიკებმა~. ამათ ვუთხარი, რომ გამოსულია-მეთქი ქვეყნიდან, `კაკ რაზ~ ეს გინებები, რომ დაიწყო, განცხადებები რომ მოაყარა, მაისის ამბები ჩავლილი იყო, მოდის ტიპი და მეუბნება, _ აქ არის მოსკოვშიო, `დავაი~, მე ვუთხარი, თუ აქ არის, მაგაზე კაი შანსი რა გინდათ, ძმაო, ხოდა, შევაწუხეთო ჩვენო, ცოტა ზემოდანაც არ მოგვცეს შეწუხების ბოლომდე საშუალება და თვითონაც აირიდა თემაო, წავიდა უკვეო, მე ვიფიქრე, მეთქი ან ამათ რომ აუტალახეს თავის რაღაც წინ საქმეებზე, შეიძლება უკან დაიხიოს, ამას მე გიყვები, დააახლოებით, წავიდა სადაც თქვეს, ივნისის ბოლოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ტიპმა აქ რაღაც მოილაპარაკა, აქ ადგა და წავიდა. თუ ახლა უცბად სამ თვეში, ოთხ თვეში, განცხადება მოაყოლა ორი რაღაცაა, რა, ან ესენი არიან, ან მიშა, ან მიშასთან შეთანხმებით არის, ესენი არიან `პროსტო~, ისე, რომ ახლა რა ყ…ეობაც მე გავაკეთე, არავისთან არაფერი მოლაპარაკება არ მქონია, გამოვვარდი და ისე ვთხლიშე, ეგეთ რამეს ეგ არ გააკეთებს, მინიმუმ, ამათთან მაინც გაარკვევდა, თუ მიშაზე დარტყმას აპირებდა. ვ.ხ.: არ გამორიცხო, რა… საერთოდ, ეს ფილოსოფოსობა გვემართება იმ ხალხს, რომლებმაც ძაან კარგად ვიცით, რომ ყველაფერი ისე მარტივადაა, ხანდახან კი არა, ძალიან ხშირად, რომ გაგიკვირდება, მარა მიშა არჩევდა ასე რაიმეს? წავიდა ასე, `დურაკ ბოს პერებეჟალ~. ზუსტად ასე იყო და მოგატ…ნა კარგის ტრ…ი.

ი.ო.: პუტინის სიმაღლე რომ გახდა, ქუსლებიანი ფეხსაცმლით რომ დადის, შიგნიდან რომ ქუსლები აქვს, სპეციალურად უკერავენ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძის განცხადებები ქვეყანას ზიანს აყენებს–გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებათა კომიტეტმა ჰუმანიტარულ-სოციალური აქცია – “წიგნი – გისოსებს მიღმა” დაიწყო