სკანდალური აღიარება ნადეჟდა სავჩენკოს ტყვედ აყვანაზე (VIDEO)

0უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო უკვე ერთი წელია რაც რუსების ტყვეობაში იმყოფება… რუსული მართლმსაჯულება კი, მოკლე ხანში მისი, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე შემოპარული დივერსანტის გასამართლებას აპირებს…

რუსების მიერ გამოგონილი ლეგენდით, სავჩენკო რუსეთის ტერიტორიაზე მაშინ აიყვანეს, როცა ის დივერსიული აქტების მოწყობას აპირებდა… და ამ ლეგენდის გასამყარებლად გამართულ რამდენიმე სასამართლო განხილვისას, მათ ათეულობით ცრუ მოწმე მიიყვანეს ,,სამართლიან,, რუსულ სასამართლოში.

საპირისპიროს ამტკიცებდა თავად ნადეჟდა სავჩენკო და მასთან ერთად მთელი უკრაინა… სავჩენკოს ვერსიით, ის უკრაინაში ბატალიონ ,,აიდართან,, ერთად იმყოფებოდა, როცა სეპარატისტები დაესხნენ თავს და ტყვედ ჩავარნილი უკრაინელი მფრინავი ქალი, რუსმა სეპარატისტებმა რუსეთის უშიშროებას გადასცეს, რომელმაც სავჩენკო რუსეთში გადაიყვანა და იქ მის წინააღმდეგ პროპაგანდისტული საქმის შეკერვა დაიწყეს.

,,თუ ქურდს დააკვირდები დღეში ათჯერ გამოტყდებაო,, ქართული ანდაზის არ იყოს… სავჩენკო, რომ ტყვეა და არა სხვის ქვეყანაში დივერსიის მომწყობი დამნაშავე…  ეს თავად უკრაინაში მოქმედი სეპარატისტების, გმირად გამოცხადებულმა  მაღალმა სამხედრო ჩინოსანმა აღიარა… თან ტელევიზიის ეთერით.

ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტელევიზიის ,,ლუგანსკ-24,,-ს გადაცემა ,,ვესტიში,, მომზადებულ სიუჟეტში, ლუგანსკის ე.წ. სახალხო მილიციის მეორე ბრიგადის მეთაურის მოადგილემ გეგამ ავეტიკის ძე აირაპეტიანმა, რომელიც ამავე დროს ლუგანსკის ამავე რესპუბლიკის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის ლარისა აირაპეტიანის მეუღლეა, თავისი საგმირო საქმეების მოყოლისას განაცხადა, რომ მისმა ბატალიონმა გასული წლის 17 ივნისს  ლუგანსკის ოლქში გაანადგურა უკრაინული ბატალიონ ,,აიდარი,, და ტყვედ აიყვანა ნადეჟდა სავჩენკო.

საინტერესოა, რა პასუხს გასცემს რუსეთის მართლმსაჯულება ამ აღიარებას…?

/კახაბერ ადამია / www.timer.ge / 

 

/გეგამ აირაპეტიანის აღიარება – იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი ევროსაბჭოდან რუსეთის შესაძლო გარიცხვაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაWashington Post-ი საქართველოში რუსული განწყობების გაძლერებაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს