სკანდალი – ხორბლის მაფიის შეთქმულება ივანიშვილ-ღარიბაშვილის წინააღმდეგ

სკანდალი - ხორბლის მაფიის შეთქმულება ივანიშვილ-ღარიბაშვილის წინააღმდეგ

სკანდალი - ხორბლის მაფიის შეთქმულება ივანიშვილ-ღარიბაშვილის წინააღმდეგვინ არის კონსტატინე ოსიპოვი და რა ბრალდებებს უყენებს უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე
ხელისუფლება თავს იგიჟებს, ტყუილიაო, პურის მწარმოებლები კი, თითქმის გადაწყვეტით ამბობენ, რომ მალე პური, მინიმუმ, ათი თეთრით გაძვირდება. მეპურეების თქმითვე, გაძვირების საბაბი გაძვირებული ფქვილია, რასაც ელექტროენერგიის მომატებული ტარფიც ემატება. რატომ გაძვირდა ფქვილი? – უფლბადამცველი მერაბ ბლადაძე „თაიმერთან“ საუბრისას სკანდალურ განცხადებას აკეთებს და პირდაპირ მიანიშნებს, რომ ფქვილის გაძვირება მონოპოლიის შედეგია და ე.წ. ხორბლის მაფია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს შეთქმულებას უწყობს.
„ის, რაც პურის გარშემო ხდება, აშკარა საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს და თუ ამ საქმეში ღარიბაშვილი, ან უკეთეს შემთხვევაში, ივანიშვილი არ ჩაერევა, გაცილებით უფრო მძიმე ფონი შეიქმნება,“ – აცხადებს მერაბ ბლადაძე.
„პურის მოხმარება ადამიანის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, ანუ თუ მრავალფეროვანი რაციონის საკვებს იღებს, პურს ცოტას მიირთმევს, თუმცა დღეს მოსახლეობის უმეტესობა მხოლოდ პურით იკვებება, რადგან სხვა პრიდუქტის შეძენის საშუალება არ აქვს. ეს ზაფხულში შედარებით ნაკლებად შესამჩნევია, რასაც წელიწადის სხვა დროებზე ვერ ვიტყვით. პურის მოსალოდნელი გაძვირება შემოდგომას ემთხვევა. შესაბამისად, ხელისუფელბა დიდი გამოცდის წინაშე დგას,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ბლადაძე და ცალკეულ მაღალჩინოსანთა განცხადებას, პური არ გაძვირდებაო, სასაცილოს უწოდებს.
„პურს წონაში საგრძნობლად დააკლეს, ელემენტარული მათემატიკური გათვლით, ეს უკვე ფასის მომატებას ნიშნავს,“ – განმარტავს უფლებადამცევლი.
თაიმერის“ კითხვაზე, თუ რატომ თვლის, რომ ღარიბაშვილ-ივანიშვილს ე.წ. ხორბლის მაფია შეთქმულებას უწყობს, უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ ე.წ. ციხის სკანდალის დროს გაიცნო, ბიზნესმენ კონსტანტინე ოსიპოვს ახსენებს. ამასთან, ბლადაძე ბიზნესის „კრიტიკულ კონცეფციაზეც“ საუბრობს:
„კრიტიკული კონცეფცია მოგების ნებისმიერი ხერხით მიღებას ნიშავს. ოსიპოვი სწორედ ამ კონცეფციის „ბრწყინვალე“ წარმომადგენელია. ის კომპანია „აგრიკომს“ ხელმძღვანელობს. ამასთან, კონსტანტინე ოსიპოვი ხორბლის იმპორტის მონოპოლისტიცაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ტონა ხორბლის ფასი 20 დოლარით გაზარდა და ამით მოსახლეობის ღარიბი ნაწილი შიმშილობისთვის გაწირა…
ბატონო მერაბ, ოსიპოვი ხორბლის იმპორტის მონოპოლისტი როგორ გახდა?
– მოგახსენებთ, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ საქართველოში ხორბლისა და ფქვილის თემა მეტ-ნაკლებად მოგვარებული იყო: სულ 15 წისქვილკომბინატი მუშაობდა და უმეტესობას, როგორც იტყვიან, საკუთარი ხორბალი შემოჰქონდა. ამასთან, ბაზარი ყველასთვის ღია იყოდა ჯანმრთელი კონკურენცია არსებობდა. ერთი სიტყვით, ვინაიდან ხორბლისა და ფქვილის ბაზარს მონოპოლისტი არ ყავდა, ფასებს თვითონ ბაზარი არეგულირებდა, მაგრამ ეს 20014 წლამდე იყო.
– 2014-ში რა მოხდა?
– შარშან, ოსიპოვმა ფოთის წისქვილკომბინატი შეიძინა, ელევატორები მოაწყო, ხორბლის შესანახი რეზერვუარები გადაახარისხა და განაახლა. პარალელურად, თბილისის წისქვილკომბინატი „ალაფიც“ შეიძინა და ხორბლის სფეროში მონოპოლიისკენ პირველი ნაბიჯებიც გადადგა…
– როგორ?
– საქართველოში „მეხორბლეთა ასოციაცია“ არსებობს, რომლის პრეზიდენტიც ლევან სილაგავა გახლდათ. ეს ადამიანი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ ბაზარზე არსებული ხორბლის იმპორტიორი ფირმებიდან რომელიმე ერთპიროვნული მონოპოლისტი გამხდარიყო. ამიტომ, ოსიპოვმა მოახერხა და „მეხორბლეთა ასოციაციას“ პრეზიდენტად, სილაგავას ნაცვლად, წისქვილკომბინატ „თბილისის“ მფლობელი, გოდერძი ჩარქსელიანი აარჩევინა. შესაბამიად, „მეხორბლეთა ასოციაციის“ მხარდაჭერა მოიპოვა და მიზნის განხორციელებასაც შეუდგა:
საქართველოში ხორბლის ძირითადი იმპორტი რუსეთიდან ხდება და ოსიპოვმა წისქვილკომბინატებს ამ ხორბლის შეთავაზება დაუწყო. ვისგანაც უარი მიიღო, შეავიწროვა.
– როგორ?
– ერთი თვის წინ, ივლისში, რუსეთის ფედერაციიდან ერთი ტონა ხორბლის იმპორტირი, საშუალოდ, 205 აშშ დოლარი ჯდებოდა. ოსიპოვი კი, ხორბლის იმპორტიორ წისქვილებსა თუ ფირმებს სთავაზობდა და აიძულებდა, რომ მისგან 225 აშშ დოლარად შეეძინათ. იმ ფირმებს, რომლებმაც ხორბლის იმპორტი ოსიპოვთან შეუთანხმებლდ განახორციელეს, საბაჟოებზე ბარიერები შეექმნათ, ანუ განბაჟების „წითელ ზოლში“ აღმოჩნდნენ.
– „წითელ ზონაში“ მოხვედრა რას ნიშნავს?
– ტვირთ, მაქსიმუ, 10 დღე პორტში დგას. ამასობაში მოცდენილი გემის საფასური იზრდება და იმპორტიორს უდიდეს ზარალს აყენებს – ერთი ე.წ. მოცდენილი დღე, საშუალოდ, 3 000 აშშ დოლარი ჯდება. რაც მთავარია, ასეთი „სიურპრიზით“ გემთმფლობელი შინდება და საქართველოში წამოსვლას თავს მაქსიმალურად არიდებს, რადგან თითოეული მოცდენილი დღით გაცილებით მეტ ზარალს ნახულობს, ვიდრე ე.წ. ჯარიმის სახით მიღებული 3 000 დოლარია.
განბაჟების „წითელ ზოლში“ მოხვედრისას, ხორბლის სინჯი კვლევისთვის – არც მეტი, არ ნაკლები – კონსტანტინე ოსიპოვის მამის კუთვნილ მაკარონის ქარხნის ლაბორატორიაში იგზავნება.
ამის შემდეგ, მორალურად და ფინანსურად განადგურებულ იმპორტიორებს, ოსიპოვმა, უფრო სწორად, მისმა შუამავლებმა ღიად შესთავაზეს კომპრომისზე წასვლა – განბაჟების „წითელი რეჟიმიდან“, გარკევული ანაზღაურების ფასად, მოხსნა. კერძოდ: ოსიპოვის 225 აშშ დოლარს მინუს რეალური 205 აშშ დოლარი, ანუ ერთი ტონა ხორბალზე 20 აშშ დოლარის კომპენსაციის შემთხვევაში, იმპორტირებული ხორბალი უპრობლემოდ განბაჟდება.
ასეთ კაბალურ პირობებში მოხვდნენ შემდეგი წისქვილკომბინატები: „გურიაექსპრესი“, „ბათუმი“, „ბარაქა“, „პროგრესი“, შპს „ულუსოი“.
აქვე, აუცილებლად უნდა შევეხო ოსიპოვის „მარჯვენა ხელს“, ჩარქსელიანს, რომლის მეთაურობითაც „მეხორბლეთა ასოციაციამ“ ფქვილის ბაზარზე კვოტები არასწორად გადაანაწილა.
– რას გულისხობთ?
– ჩარსელიანმა, თავის კუთვნილ წისქვილკომბინატს, თვეში 9 000 ტონა ფქვილის კვოტა მიანიჭა, სხვებს კი – უმნიშვნელო რაოდენობა. ვერაფერს ვიტყვით, ჭეშმარიტად „ქურდული გაყოფაა!“
საერთოდ, საქართველო, ერთი თვის განმავლობაში, 60 000 ტონა ხორბალს მოიხმარს, ერთი ტონა ხორბლის რეზერვუარებში შენახვა 5 დოლარი, ანუ 60 000 ტონის თვეში 300 000 დოლარი ჯდება და აქაც ადგილი მონოპოლიას აქვს.
– რატომ?
– მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტიორთა უმეტესობას თავისი რეზერვუარები აქვს, მაგრამ ოსიპოვმა აიძულა, რომ ხორბალი მის რეზერვუარებში განათავსოს… მარტივად დავითვალოთ, თუ რა მოგებას ნახულობს ოსიპოვი „სტაიანკად“ გადაქცეული რეზერვუარებიდან: 60 000 ტონა 12 თვეზე რომ გავამრავლოთ, 720 000-ს მივიღებთ. თუ 720 000 ტონას 5-ზე გავამრავლებთ, მივიღებთ 3 600 000-ს, ანუ ამ ადამიანის წლიური შემოსავალი 3600 000 აშშ დოლარია.
სწორედ ასეთი დანაშაულის ბრალია, რომ ერთი ტომარა (50 კგ). უმაღლესი ხარისხის პურის ფქვილი, რომელიც თვენახევრის წინ 37 ლარი ღირდა, დღეს 44 ლარამდე ჯდება, თან წისქვილკომბინატებში, თორემ ბაზარზე 48-49 ლარია. თუ ასე გაგრძელდა, წისქვილკომბინატებს ერთი ტომარა ხორბლის ფქვილის შეძენა 46 ლარი დაუჯდებათ, ბაზარზე კი, შესაძლოა, 51-52 ლარიც გახდეს.
– ბატონო მერაბ, თქვეი აზრით, ოსიპოვს მფარველები ჰაყვს?
– ძალიან მეამიტი უნდა იყო ადამიანი, ვერ მიხვდე, ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსნის მფარველობის გარეშე, ოსიპოვი ასეთ თავხედურ, დანაშაულებრივ სქემას რომ ვერ აამუშავებდა, თუმცა ამ „ყოვლისშემძლე“ ჩინოვნიკის ვინაობა ჩემთვის უცნობია.
– თქვენ, როგორც უფლებადამცველს, ზემოხსენებული ფაქტების მტკიცებულებები გაქვთ?
– მე ის ინფრომაცია გავახმაურე, რომელიც მომაწოდეს. დოკუმენტების მოძიება ჩემს შესაძლებლობებს სცდება. იმედი მაქვს, შესაბამისი უწყებები არსებული სიტუაციით დაინტერესდებიან. თუ სამართალდამცავები დაინტერესდებიან და გარკვეულ გარანტიებს მომცემენ, იმ მეხორბლეებს შევახვედრებ, ვინც ეს ინფორმაცია მოამწოდეს.
– გარანტია რა შუაშია?
– იმ შუაშია, რომ მათ საფრთხე არ შეექმნათ…
ესაუბრა ნიკა მელიქიძე

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი ოსი ეროვნების მოქალაქეებს მიმართავს – ვერაფერი ძალა ვერ შეარყევს ჩვენს ძმობას
შემდეგი სტატია“ჩვენი მთავრობის დახმარებით უკვე 135 ქარხანაა დაფინანსებული”