სკანდალი უკრაინაში: ეუთო რუსების სასარგებლოდ ჯაშუშობს

thumbnail-20141010103643,,უკრაინაში მოქმედი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სპეციალური მონიტორინგის მისიის ზოგიერთი დამკვირვებელი, ფუნქციონალურად რუსეთის დაზვერვის ოფიცრის მოვალეობას ასრულებს და უკრაინულ სპეცსამსახურებს ამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები გააჩნიათ ,, განაცხადა ,,5 კანალ,,ის ეთერში უკრაინის დუმის დეპუტატმა და დუმის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრმა ,,სახალხო ფრონტიდან,, ანდრეი ტეტერუკმა.

,,ყველგან, სადაც ეუთოს კონკრეტული ოფიცრები ჩვენი პოზიციების მონიტორინგს ახდენენ… მათი წასვლისთანავე ეს პოზიციები სეპარატისტების მხრიდან ზუსტი დარტყმების ქვეშ ექცევიან, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია რათა მათ მიმართ ნდობა არ გვქონდეს, თუმცა ეს ყველაფერი არაა… ჩვენ ვხედავთ ფოტოებს, სადაც მათი ავტომობილებით  “ДНР”- სა და “ЛНР”-ს ბოევიკები გადაადგილდებიან,, განაცხადა ტეტერუკმა.

უკრაინული რადის დეპუტატის მიერ ეთერში გაკეთებული განცხადებით, უკრაინულ სპეცსამსახურებს აქვთ უტყუარი დადასტურება იმისა, რომ ეუთოს ზოგიერთი ოფიცერი პირდაპირ მოსკოვის დავალებით მოქმედებს…,, ისინი აწვდიან ჩვენს მტრებს საბრძოლო ტექნიკის, შეიარაღების, საცეცხლე წერტილებისა და პირადი შემადგენლობის შესახებ ინფორმაციას… ყველაფერს იმას რაც მნიშვნელოვანია მოწინააღმდეგეზე იცოდე,, აცხადებს ტეტერუკი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლება ამზადებს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მიმართავენ ეუთოს, რომ მოხდეს ამ თამშრომლების შეცვლა ან გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან.

banner
წინა სტატიაში“ადეიშვილისთვის წითელი ცირკულარის გაუქმება ლტოლვილის სტატუსს უკავშირდება”
შემდეგი სტატია“სირიაში წასული არასრულწლოვნების განზრახვაზე პედაგოგები რაიმე სახის მინიშნებას ვერ აკონკრეტებენ”