სკანდალი: საფრანგეთის საპატიო კონსული არალეგალ მიგრანტებზე ნავებს ჰყიდდა (VIDEO)

ltolvilebi-zgvazeeuronews-ის ინფორმაციით,  საფრანგეთის საპატიო კონსული თურქეთის ქალაქ ბოდრუმში ფრანსუაზა ოლჯაი, ევროპაში ზღვით არალეგალურად გადასვლის მსურველ ლტოლვილებზე გასაბერ ნავებს ჰყიდდა…

ერთი კვირის წინ გავრცელებულ საშინელი კადრების გამოქვეყნების შემდეგ, რომელზეც ზღვის მიერ გამორიყული დამხრჩვალი პატარა სირიელი ბავშვების ფოტოები იყო აღბეჭდილი, ევროპული მედია დაინტერესდა, თუ საიდან და როგორ იწყება სირიელი ლტოლვილების სიცოცხლისთვის სახიფათო მოგზაურობა ევროპისკენ… როგორც ევრონიუსის კორესპოდენტებმა დაადგინეს, თურქეთის სანაპიროებიდანაც დიდი რაოდენობის ლტოლვილთა ნაკადი მიედინება ევროპისკენ… უმეტეს შემთხვევაში გასაბერი ნავებით.

გასაბერი ნავები  თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, როგორც ჩანს არც თუ ძნელი საყიდელია… ბოდრუმში მდებარე გასაბერი ნავების ერთ-ერთი უდიდესი მაღაზიის მფლობელი კი, საფრანგეთის საპატიო კონსული აღმოჩნდა, რომელსაც ევროპელი კორესპოდენტი ფარული კამერით გაესაუბრა…

გავრცელებულ მასალაში ჩანს… საპატიო კონსული სრულებით არ ნანობს იმას, რომ ის ლტოლვილებს  თავისი მაღაზიიდან გაყიდული საქონლით,  სახიფათო და უკანონო  მიგრაციაში ეხმარება, სადაც შეიძლება სიცოცხლე დაკარგონ…

,,მე რომ არ გავყიდო ეს ნავები, მეზობელი მაღაზიები გაყიდიან… აქ ყველა ეხმარება ლტოლვილებს წასვლაში… მერიაც, პორტის უფროსიც და სუბ-პრეფექტიც… ისინი მათ ატარებენ და არ უშლიან ხელს გაცურვაში… ჩვენ მარტო იმაში ვართ დამნაშავე, რომ არ ვსაუბრობთ ამის შესახებ… დანარჩენი არაფერში…. თუ არა ჩვენ, სხვები გაყიდიან,, აცხადებს გავრცელებულ კადრებში საფრანგეთის საპატიო კონსული, რომლისთვისაც ეს ვიდეოკადრები აღმოჩნდა ბოლო მასალა საპატიო კონსულის თანამდებობაზე, რადგან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქალბატონი ფრანსუაზა ოლჯაი კადრების გამოქვეყნებისთანავე გაანთავისუფლა პოსტიდან.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიობამა: რუსეთის მიერ ასადის სამხედრო მხარდაჭერა, შეცვლის აშშ-ს სამხედრო სტრატეგიას ამ რეგიონში
შემდეგი სტატიააშშ-ში 36 წლის ქალბატონი ქუჩაში სექსის გამო დააპატიმრეს…