სისხლიანი ტერაქტი თურქეთში… აფეთქება და შემდგომი მოვლენების ვიდეო!!!

დღეს თურქეთის ქალაქ შანლიურფას სურუჩის რაიონში, კულტურის ცენტრ ,,ამარას,, წინამდებარე ტერიტორიაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქა, როცა იქ უამრავი ხალხი ირეოდა… აფეთქებამ 30-მდე ადამიანი იმსხვერპლა და 45-მდე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი…
გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის ცენტრ ,,ამარაში,, ის ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილი (300 მეტი ადამიანი), რომლებიც ისლამისტების მიერ დანგრეული სირიის ქალაქ კობანიში აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდნენ… ახალგაზრდები თურქეთის სოციალისტური პარტიის აქტივისტები იყვნენ და გამგზავრებამდე პრესასთან შეხვედრას აწყობდნენ.
შეგახსენებთ, რომ ეს რაიონი სირიის საზღვართან ძალიან ახლოს არის… და მიტომ ვარაუდობენ, რომ ტერაქტი შესაძლებელია ,,ისლამური სახელმწიფოს,, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ იყოს მოწყობილი.

გთავაზობთ აფეთქების მომენტის და შემდგომი მოვლენების ამსახველ ვიდეოკადრებს…

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია – ჯერ უცნობია, რამდენი ქალაქის მერი ეწვევა თბილისს ოლიმპიურ ფესტივალზე
შემდეგი სტატიაკოსოვოს დელეგაციას ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცემა