სისხლიანი გარჩევა ქუთაისში–თავდამსხმელი ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარეა

სისხლიანი გარჩევა ქუთაისში. თავდამსხმელი ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარეა + ფოტო

qutai-tudeiრა ხდება დღის საათებში ქალაქის ცენტრალურ უბანში, სადაც ფიზიკურად უსწორდებიან არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელს. სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც უმოწყალოდ სცემენ სიკვდილის პირამდე მიყვანილ მოქალაქეს. ეს პირები კი ქუთაისის საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირები გახლავთ.,, დაიკრიშება” თუ არა სისხლის სამართლის საქმე საოლქო პროკურორიდან, რომლის ცოლი რამდენიმე თვის უკან ქუთაისის მერიაში პროკურორის თხოვნით დაასაქმეს.

სისხლიანი გარჩევის ექსკლუზიური დეტალები : რა მოხდა 1 ოქტომბერს დილის საათებში.საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის დირექტორი სულხან ქობულაძე ჯერ გაიტაცეს, შემდეგ უმოწყალოდ სცემეს. თავდასხმაში ეჭვმიტანილები ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარე დავით დვალი, მისი მოადგილე ბექა ყანჩელი და ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლი გახლავთ.

სულხან ქობულაძე: 1 ოქტომბერს დილის 11 საათზე სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის პოლიტიკური მოღვაწობის შესახებ ქუთაისში. სტატუსი რომ ის იყო, ქრისტიან– დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე, რომელიც ნაციონალური მოძრობის ჩანერგილი სახელით და მე მას ვუწოდე ,,ყვარყვარე” ჩემს ტელეფონზე დამირეკა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალმა და მასთან მისვლა მთხოვა. მე მათ არ ვეახლე, შემდეგ მომაკითხეს, მე ტელეკომპანია ,,რიონთან” დავუნიშნე შეხვედრა, მითხრა, რომ მარტო იქნებოდა და პირისპირ სურდა საუბარი. მანქანაში როგორც კი ჩავჯექი, ჩემს გვერდით დამხვდა საკრებულოს თამჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი. მან მითხრა, თუ რატომ ვუწოდე მას ,,ყვარყვარე”, ხელი მომიშვირა, მაგინებდა დედას. დვალმა დამიწყო ცემა თავის არეში. ყანჩელიც აჰყვა. მათი მძღოლი გადმოხტა მანქანიდან, წიხლები მირტყა მუცლის არეში. არ მახსოვს შემდეგ რა მოხდა, ალბათ გავითიშე, არ მახსოვს რამდენ ხანს მირტყამდნენ. ჩამომაგდეს ნინოშვილის ბაზართან. იქვე მდგომმა ტაქსის მძღოლმა გასისხლიანებული ჩამსვა მანქანაში და წამიყვანა სახლში, ამის შემდეგ დავურეკე ჩემს ახლობელს ,წავედი სამხარეო სამმართველოს უფროსთან და მასთან მოვითხოვე შეხვედრა, იმ წუთშივე მიმიღო და დამაწერინა ჩვენება.

როგორ შეაფასებს არასამთავრობო სექტორი სულხან ქობულაძეზე თავდასხმას, რასაც შესაძლოა მძიმე შედეგამდე მიეყვანა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს მოგვიანებით იქნება ცნობილი.

წყარო:KutaisiToday.ge

 

banner
წინა სტატიაშიგანუკითხაობა საკრებულოში, პრემიები თვეში ორჯერ და 16 მაცივარი (VIDEO)
შემდეგი სტატიაორი რუსეთი – ორი საქართველო?!