სირიის ოპოზიციამ ამერიკული იარაღის ახალი პარტია მიიღო

სირიის ოპოზიციამ ამერიკული იარაღის ახალი პარტია მიიღო

სირიის ოპოზიციამ ამერიკული იარაღის ახალი პარტია მიიღოსირიის ოპოზიციამ, რომელიც ბაშარ ასადის რეჟიმს ებრძვის, ამერიკისგან ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების ახალი პარტია მიიღო – ამის შესახებ “როიტერი” წერს. სააგენტოს ინფორმაციით, იარაღის მიწოდება სამთავრობო ჯარების ფართომასშტაბურ შეტევებს დაემთხვა. ამასთანავე, ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ამერიკისგან მიწოდებული იარაღი შეტევისათვის საკმარისი არ არის.
“შეიარაღების რამდენიმე სისტემა არაფერს გვიზამს. ათეულობით გვჭირედბა” – აცხადებს ამბოხებულთა ერთ-ერთი წარმომადგენელი.
რამდენიმე დღის წინ, 16 ოქტომბერს სირიის ჯარმა ხამას პროვინციაში 6 დასახლებული პუნქტი გაანთავისუფლა და კიდევ 6 პუნქტს ალყა შემოარტყა. სირიის ეროვნული არმია ინტენსიურ შეტევებზე 7 ოქტომბრიდან გადავიდა.
სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მიმდინარეობს. ომში დაღუპულია დაახლოებით 230 ათასი ადამიანი. 11, 5 მილიონი კი ლტოლვილია.

banner
წინა სტატიაშივინ კურირებდა ქუთაისის ნაციონალურ მოძრაობაზე თავდასხმას
შემდეგი სტატიახორვატია-სერბეთის საზღვარზე ათასობით მიგრანტი დგას