სირიის არმიამ ალეპოსთან ბრძოლები დაიწყო

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადმის მიმართ ლოიალურმა სამხედრო ძალებმა ახალი ფრონტი გახსნეს ქვეყნის ჩრდილოეთით, უმსხვილეს ქალაქ ალეპოში. როგორც ოფიციალურ შეტყობინებაშია ნათქვამი, არმიის პოზიციების წინ წაწევა რუსულმა ავიაციამ უზრუნველყო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, არმიის მიზანია ალეპოსა და დანასკოს შორის გზის გაწმენდა, რომლის გამოც “ახრარ აშ-შამ”-სა და “ჯეიშ მუჯახედინზე” სირიული და რუსული ავიაციის მიერ დარტყმები იქნა განხორციელებული.
ოფიციალურმა დამასკმა მოწინააღმდეგეებს მიმართა, რომ იარაღი დაყარონ, ქვეყნის მცხოვრებლება კი სთხოვა ცეცხლის ზონას არ მიუახლოვდნენ.
ალეპო დამასკოდან ჩრდილოეთით 355 კილომეტრში მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშიბულგარელმა მესაზღვრემ გამაფრთხილებელი სროლის დროს მიგრანტი მოკლა
შემდეგი სტატიათურქმა სამხედროებმა უცნობი უპილოტო ჩამოაგდეს