სირიელმა ამბოხებულებმა ირანის არმიის ელიტური გენერალი მოკლეს

სირიელმა ამბოხებულებმა ირანის არმიის ელიტური გენერალი მოკლეს

სირიელმა ამბოხებულებმა ირანის არმიის ელიტური გენერალი მოკლესალეპპოს რაიონში, სადაც რუსულმა ავიაციამ რამდენიმე ავიადარტყმა განახორციელა, ირანის არმიის ელიტური გენერალი იქნა ლიკვიდირებული – ამის შესახებ ისლამური რევოლუციის დამცველები აცხადებენ.
შეტყობინებაში ნათქვამია, რომ დაღუპული გენერალი სირიის ძალოვანებს, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვიან, კონსულტაციებს უწევდა. გენერალი ხამედინი ყველაზე მაღალჩინოსანია იმ ირანელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის, რომლებიც ირანში დაიღუპნენ.
შეგახსენებთ, რომ ირანი, ისევე როგორც რუსეთი, სირიის ლიდერს ბაშარ ასადს უჭერს მხარს, თუმცა, ირანი სირიაში სამხედრო ოპერაციებში არ ღებულობს მონაწილეობას.
სირიის პრეზიდენტის განცხადებით, სირია, რუსეთი, ირანი და ერაყი ერთობლივად გაიმარჯვებენ “ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში”.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა მწერების საკვებად გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები შეისწავლა
შემდეგი სტატიარის სანაცვლოდ გახდა კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტი?! (+ ვიდეო)