სირია: ჯიჰადისტები პალმირიდან გააძევეს

ჯიჰადისტებიისლამური სახელმწიფოს ბოევიკები იძულებული გახდნენ სირიის ქალაქ ტადმირიდან უკან დაეხიათ. ტადმირში მდებარეობს პალმირა – ახლო აღმოსავლეთის უდიდესი არქეოლოგიური ძეგლი.
ხუთშაბათს ჯიჰადისტებმა განაცხადეს, რომ დაიკავეს ტადმირის ნაწილი, მაგრამ შემდეგ მას სირიის არმია გადაუდგა.
ქალაქი ტადმირი სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობს და აღმოსავლეთ და დასავლეთ სირიას აკავშირებს ერთმანეთთან.
პალმირა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი. ქალაქი, რომლის ძირითადი ძეგლები ელინიზმის ეპოქას ეკუთვლის, უკვე დაზიანდა სირიის სამოქალაქო ომის პერიოდში.
სირიის ცენტრის მონაცემებით, რომლების სირიაში ადამიანის უფლებებზე მუშაობენ, პალმირის დაცვისას 295 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 57 მშვიდობიანი მოსახლე.

banner
წინა სტატიაშიგზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატია,,აფხაზეთში საქართველო იწვის!,, – თამაზ ხუბუა