სირიაში 15 ადამიანი დახვრიტეს

„ისლამური სახელმწიფოს“ ჯიხადისტებმა სირიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 15 ადამიანი დახვრიტეს. ცნობას ლონდონში სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.
სამართალდამცავების ცნობით, საჯარო დახვრეტები სირიის რამდენიმე ქალაქში მოხდა. მოკლულები „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისადმი წინააღმდეგობის გაწევაში იყვნენ ბრალდებულები.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯიხადისტებმა გვამები დახვრეტის შემდეგ ჯვარებზე გააკრეს.
სამართალდამცავების ცნობით ჯიხადისტებმა ერთი ადამიანი მაღალი შენობიდანაც გადმოაგდეს.

banner
წინა სტატიაშიწყალდიდობამ 170 ადამიანი იმსხვერპლა
შემდეგი სტატია„ლუკოილმა“ ფინანსურ ტერორიზმში მონაწილეობა უარყო