სირიაში კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა

პანკისის ხეობიდან სირიაში წასული კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 25 წლის დავით სვიაკაური პანკისის ხეობის სოფელ ხალაწამში ცხოვრობდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ვითარებაში დაიღუპა სვიაკაური. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქართველი ახალგაზრდა გუშინ გარდაიცვალა. დაღუპულის ოჯახმა შემთხვევის შესახებ ცოტა სნის წინ შეიტყო.

შეგახსენებთ, რომ პანკისი ხეობიდან სირიაში წასული ახალგაზრდის დაღუპვის ფაქტი პირველი არ არის. ბოლო პერიოდში ეს უკვე მეთერთმეტე შემთხვევაა.

banner
წინა სტატიაშიავთანდილ ბერიძის გადაყენება “ქართული ოცნების” დღის წესრიგში არ დგას
შემდეგი სტატიასაქსტატი ადასტურებს, რომ საქართველოში ექსპორტი 30%-ით შემცირდა