სირიაში ირანის პრეზიდენტის მცველი მოკლეს… (+ფოტო)

nejadi-2ირანული წყაროების ცნობით, სირიაში ირანის ექსპრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის ყოფილი მცველი, 33 წლის აბდალაჰ ალ-ბაქირ ნირაქი მოკლეს…

ოფიციალური ირანული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნირაქი სირიაში შიიტური სიწმინდეების დასაცავად იყო წასული, თუმცა თურქული სააგენტოები აცხადებენ, რომ ალეპოს მახლობლად, სადაც ის მოკლეს, არანაირი შიიტური სიწმინდეები არაა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, ირანის ელიტარული სამხედრო ნაწილების მონაწილეობას სირიის კონფლიქტში ასადის მხარეს…. რაც 2011 წლიდან დღემდე 400-მდე ირანელი სამხედროს დაღუპვით აღინიშნა, რომელთა შორისაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში 1 გენერალი და 2 პოლკოვნიკია.  თავად ოფიციალური თეირანი კი, სირიის კონფლიქტში მხოლოდ სამხედრო მრჩევლებით მონაწილეობას აღიარებს.

nejadiგავრცელებულ  ძველ ფოტოებზე, გარდაცვლილი ნირაქი ირანის, სირიის  პრეზიდენტებთან აჰმედინეჯადისთან, ასადთან და ,,ჰესბოლას,, ლიდერთან – ნასრალისთან არის დაფიქსირებული.

აღსანიშნავია, რომ პირადი მცველის გარდაცვალება დიდად განიცადა ირანის ექსპრეზიდენტმა აჰმადინეჯადიმ, რომლის ემოციების გამომხატველი ფოტოები ირანულ მედიაში გავრცელდა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ბოტანიკური ბაღი პირუტყვის საძოვრად იქცა (FOTO)
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს