სირიაში ბენ ლადენის თანამებრძოლი მოკლეს…

დასავლური წყაროების მიერ პენტაგონის წარმომადგენელ ჯეფ დევისზე დაყრდნობით გავრცელებული  ინფორმაციის მიხედვით, ,,ალ ქაიდას,, ლიდერის უსამა ბენ ლადენის თანამებრძოლი და მოკავშირე დაჯგუფება ,,ჰორასანის,, ლიდერი მუჰსინ ალ-ფადლი, აშშ-ს ავიადარტყმების შედეგად განადგურებულიქნა…

პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, ალ-ფადლის ავტომობილს მაშინ დაარტყა აშშ-ს ავიაციამ, როცა ის სირიის ჩღდილო დასავლეთით ქალაქ სარმადისკენ მიდიოდა…

აღსანიშნავია, რომ დაჯგუფება ,,ჰორასანი,, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული აშშ-ს მიერ და ის დღემდე ამ ქვეყნის წინააღმდეგ ტერაქტების მომზადებით არის დაკავებული… თავად მუჰსინ ალ-ფადლი კი იმდენად დაახლოებული პირი იყო ბენ ლადენის, რომ ის პირთა იმ ვიწრო წრეში შედიოდა, ვინც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მომზადების შესახებ წინასწარ იცოდა… ამიტომ მისი ადგილსამყოფელის დადგენაზე, აშშ-ს მიერ 7 მილიონი დოლარი ჯილდო იყო დაწესებული.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: პატივისცემის მიუხედავად, სხვა ქვეყნებში თანამდებობები არ მიზიდავს
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე: ივანიშვილის განცხადება საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია