სირიაში აეროპორტის შტურმისას “ილამური სახელმწიფოს” 25-ზე მეტი ბოევიკია მოკლული

ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა სირიის ქალაქ ალეპპოში სამხედრო აეროდრომის შტურმით აღება უშედეგოდ სცადეს.

არსებული ინფორმაციით ლიკვიდირებულია 26 ბოევიკი. აეროდრომის მისადგომებთან საბრძოლო მოქმედებები ღამით, მას შემდეგ დაიწყო, რაც ტერორისტებმა, სამხედრო ობიექტთან ახლოს სამი დანაღმული ავტომანქანა ააფეთქეს და შეტევაზე გადავიდნენ.
სირიის არმიამ საპასუხო ცეცხლი გახსნა. სამხედროების მხრიდან 12 ადამიანია დაღუპული.
banner
წინა სტატიაშისაია “რუსთავი 2”-ის თაობაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“კარბელაშვილის განცხადება მის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით საღ აზრს არის მოკლებული”