სირიასა და ერაყში 100-მდე გერმანელი ჯიჰადისტი დაიღუპა

სირიასა და ერაყში 100-მდე გერმანელი ჯიჰადისტი დაიღუპა

სირიასა და ერაყში დაახლოებით 100 გერმანიიდან ჩასული ჯიჰადისტი დაიღუპა, რომლებიც ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს იბრძოდნენ. მონაცემები გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზერმა გამოაქვეყნა დღეს გერმანულ Bild am Sonntag-ში.
მინისტრის თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული გერმანიიდან ჯიჰადისტებს დაახლოებით 700 მოქალაქე შეუერთდა. მათგან დაახლოებით მესამედი უკან, გერმანიაში დაბრუნდა – განაცხადა მინისტრმა.
“გერმანული სპასცამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ საშიშროებები, რომელიც რადიკალური ელემენტებისგან მოდის” – განაცხადა ტომას დე მეზერმა.

banner
წინა სტატიაშივერეს ხეობაში დაზიანებული გზატკეცილის ნაწილი 15 სექტემბერს გაიხსნება
შემდეგი სტატიაევროკავშირმა მინსკს მოუწოდა ოპოზიციონერებს ყველა პოლიტიკური უფლება მისცეს