სიგარეტის კოლოფები მწარმოებელი ბრენდების გარეშე

ბრიტანეთის მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა დააჩქაროს კანონპროექტის მომზადება, რომელიც სიგარეტის კოლოფზე მწარმოებელი ბრენდის აკრძალვას ეხება. ბრიტანეთის მთავრობის აზრით, სიგარეტზე ახალმა პოლიტიკამ ახალგაზრდა მწეველებში მოთხოვნა უნდა შეამციროს.

სიგარეტის კოლოფები მწარმოებელი ბრენდების გარეშებრიტანეთის მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა დააჩქაროს კანონპროექტის მომზადება, რომელიც სიგარეტის კოლოფზე მწარმოებელი ბრენდის აკრძალვას ეხება.
ბრიტანეთის მთავრობის აზრით, სიგარეტზე ახალმა პოლიტიკამ ახალგაზრდა მწეველებში მოთხოვნა უნდა შეამციროს.
რამდენიმე ათეულ წელია ბრიტანეთში არ წყდება კამათი იმასთან დაკავშირებით, რამდენად შორს შეიძლება მთავრობა წავიდეს მოწევის სახელმწიფო რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით.
ბრიტანეთში უკვე აიკრძალა რეკლამა ტელევიზიით და პრესით.
გაერთიანებულ სამეფოში უფასო პროგრამები მოქმედებს იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებმაც მოწევის გადაგდება გადაწყვიტეს.
მოწევის მოწინააღმდეგეები არ აპირებენ მოწევის წინააღმდეგ მოქმდ კამპანიაზე გაჩერებას. რიგში ავსტრალიაში მოქმედი კანონია, რომელიც სიგარეტების ორიგინალური ბრენდინგით გამოშვების წინააღმდეგი არის.
Philip Morris-ი ავსტრალიაში მიღებულ კანონს სასამართლოში ასაჩივრებს. კომპანიამ პირობა დადო, რომ სასამართლოში უჩივლებს ბრიტანეთსაც, თუკი ის თამბაქოს საწინააღმდეგო კანონს მიიღებს.
ცალსახა მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ ავსტრალიაში სიგარეტის ახალმა პოლიტიკამ თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები დააზარალა, არ არსებობს. მკაცრი სანქციების მომხრეები კი ამბობენ, რომ ინტერესი თამბაქოს მიმართ განელდა.
სიგარეტზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი ფასი ავსტრალიაშია – 16 დოლარზე მეტი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა რუსულ გაზს ევროპულს ჩაანაცვლებს
შემდეგი სტატიარას წერს”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე მარიუპოლის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე ანდრეი ფედაევი