სესიაშვილმა და ჩიქოვანმა ეკონომიკის თემაზე იკამათეს

გადაცემა არჩევანში ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, ირაკლი ჩიქოვანი, ხელისუფლებას ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლის შესახებ გეგმის არარსებობის გამო საყვედურობს.

ამ თემაზე დეპუტატებმა დღეს გადაცემა არჩევანში იკამათეს.

უნახავს თუ არა ირაკლი სესიაშვილს ანტიკრიზისული გეგმის კონკრეტული დოკუმენტი, მას ამაზე პასუხი არა აქვს.

“ნამდვილად ვერ გეტყვით, მე ის გეგმა ავიღე და გადავფურცლე თუ არ გადავფურცლე,” – ამბობს სესაიშვილი და ჩიქოვანს მნიშვნელოვანი თემების განხილვების დროს პარლამენტში სხდომებზე არმისვლის გამო საყვედურობს.

“ეს არის ზეპირი განცხადებები. გეგმა არ არსებობს, რაზეც პასუხს მოვთხოვთ ეკონომიკური გუნდის მინისტრებს,” – განაცხადა ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლების წევრები გადაწყვეტილების მიმღებს ვერ პოულობენ” – ირაკლი ჩიქოვანი ხელისუფლების პოლიტიკაზე
შემდეგი სტატიანატოს ხელმძღვანელი: რუსეთი დონბასელ სეპარატისტებს იარაღით ამარაგებს