სერჟ სარგსიანი: პრიორიტეტულია სომხურ-ქართული მეგობრობა და აქტიური ურთიერთობა, რომელიც დაფუძლებული იქნება სიღრმისეულ კავშირებზე

როგორც სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო წლებში სომხურ-ქართულმა ურთიერთობებმა დინამიური ახალი განვითარება განიცადა.

„რაც შეეხება სახელმწიფოთა შორის დღის წესრიგს, მინდა კმაყოფილება გამოვთქვა რომ ბოლო წლებში სომხურ-ქართულმა ურთიერთობებმა დინამიური ახალი განვითარება განიცადა და ეს ყველაფერი გამოიხატება მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგით და ურთიერთ ვიზიტებით. ხაზს ვუსვამ, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ხორციელდება სრული ურთიერთნდობის საფუძველზე. ასევე განვიხილეთ ის პროქტები, რომლებიც ერთად წამოვიწყეთ. მინდა აღვნიშნო სასაზღვრო მეგობრობის ხიდის მშენებლობა. შეხვედრაზე ახლანდელი და მომავალი პროექტები განვიხილოთ, რაც სტიმულს აძლევს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ წინვლას. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს და სომხეთს საკმაო პოტენციალი აქვს გააღრმავონ ეკონომიკური ურთიერთობა და ამას ახორციელბენ მთავრობათშორის აღებული დოკუმენტური ვალდებულებებით“, – განაცხადა სარგსიანმა.

სომხეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და სომხეთის სხვადასხვა საინტეგრაციო სტრუქტურებში გაწევრიანება, ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებას ხელს არ უშლის.

„დარწმუნებული, ვარ რომ ჩვენი ქვეყნების სხვადასხვა საინტეგრაციო სტრუქტურებში გაწევრიანება არ უშლის ხელს და პირიქით უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის ურთიერთ სასარგებლო პრექტების განხორციელებაში. ჩვენ წინა შეხვედრაზე პრეზიდენტთან ამავე ადგილას ვსაუბრობდით, რომ სოხმეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება და საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა უარყოფითად არ აისახება ჩვენ ეკონომიკურ ურთიერთობებზე. პირიქით დადებით გავლენას მოახდენს. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ 2014 წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა იგივე ტენდენციაა 2015 წლის 9 თვის შედეგებით. ჩვენ ასევე, განვიხილეთ რეგიონალური მნიშვნელობის საკითხები. ხაზს ვუსვამ იმას, რომ მსგავს საკითხებში ურთიერთგაგება განპირობებულია. ჩვენ ვგრძნობთ, რომ პრიორიტეტულია სომხურ-ქართული მეგობრობა და აქტიური ურთიერთობა, რომელიც დაფუძლებული იქნება სიღრმისეულ კავშირებზე. მადლობა ამ სტუმართმოყვარე მიწაზე ჩვენი დელეგაციის ასეთი თბილი მიღებისთვის“, – განაცხადა სარგსიანმა.

banner
წინა სტატიაში“იუსტიციის სამინისტრომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ მთავარი თემა კვლავ იყოს სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა”
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და იმედი მაქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება ამას აცნობიერებს