“სერიოზული ეჭვი მიჩნდება, რას ემსახურება აბაშიძე-კარასინის ფორმატი”

“ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია კარასინი-აბაშიძის ფორმატთან დაკავშირებით, ხელისუფლებას საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას ურჩევს.

“რა უფლებამოსილებები აქვს აბაშიძეს და რატომ ხდება ის, რომ თანდათან ტექნიკურ-პოლიტიკური საკითხები ერთმანეთში ისე გადაიხლართა, რომ ჩვენ ვეღარ ვასხვავებთ უკვე ამ ფორმატის მთავარ დანიშნულებას. ქართველ საზოგადოებას, რომლისთვისაც დასავლური ვექტორი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება არის მნიშვნელოვანი, აინტერესებს რა უფლებამოსილებები აქვს აბაშიძეს, თუ ის თავის დროზე შეიქმნა, როგორც ტექნიკური ფორმატი მაშინ რატომ აკეთებს ბატონი აბაშიძე ასეთ პოლიტიზირებულ და პოლიტიკურ განცხადებებს, რატომ მოხდა ის, რომ მან ჩაანაცვლა საგარეო საქმეთა სამინისტრო და თამარ ბერუჩაშვილის ნაცვლად ის აკეთებს სწორედ რუსეთთან დაკავშირებით პოლიტიკურ განცხადებებს. როდესაც კარასინი ძალიან ნათლად და ღიად აცხადებს რა სურს რუსეთს, აბაშიძისგან, აბსოლუტურად არ გვესმის იგივე, რა სურს საქართველოს”,-განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

“მემარჯვენეების” პოლიტიკურმა მდივანმა “პირველ პრესკლუბში” ყურადღება გაამახვილა ასევე საქართველოს რკინიგზის გაყიდვის საკითხზე და განაცხადა, რომ მყიდველებს შორის ერთ-ერთი სწორედ რუსეთი მოიაზრება.

“პუტინს არაერთხელ დაუფიქსირებია სურვილი შეიძინოს საქართველოს რკინიგზა, ისევე როგორც მან შეიძინა სომხეთის რკინიგზა. მისი ოცნებაა რა თქმა უნდა, ისიც, რომ საქართველოს რკინიგზის მონაკვეთი გახდეს მისი ძალიან გრძელი გზის ერთ-ერთი ნაწილი, რომლის მეშვეობითაც ის აისრულებს თავის იმპერიალისტურ ამბიციებს”,- დასძინა ნაჭყებიამ.

banner
წინა სტატიაშიბორის ნემცოვის ხსოვნისამდი მიძღვნილ სამგლოვიარო მარშში ალა პუგაჩოვამ მიიღო მონაწილეობა (video)
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” უმრავლესობას საყდრისთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაფიქრებისკენ მოუწოდებს