სერიალის ფანატი 8 წლით ციხეში ჩასვეს

სერიალის ფანატი 8 წლით ციხეში ჩასვეს

სერიალის ფანატი 8 წლით ციხეში ჩასვესბრიტანელს, რომელიც სერიალ Breaking Bad-ის ფანია, სასიკვდილოდ საშიში შხამის რიცინის ყიდვის მცდელობისთვის 8 წელი მიუსაჯეს.
31 წლის მოჰამედ ალი ქიმიური იარაღის შეძენის მცდელობის მუხლით გაასამართლეს.
იანვარში ალიმ, რომელიც ლივერპულში ცხოვრობს, ე.წ. “შავი ინტერნეტიდან”, სადაც ანონიმურად შეიძლება არალეგალური ნივთების ყიდვა, 500 გრამი რიცინი შეუკვეთა. ეს რაოდენობა საკმარისია 1400 ადამიანის მოსაკლავად.

მან არ იცოდა, რომ ნივთიერების მომწოდებელი ფედერალური ბიუროს აგენტი იყო.
შხამის ნაცვლად, ორი შვილის მამას უსაფრთხო ფხვნილი მოუტანეს, რომელიც სათამაშო მანქანაში იყო დამალული. პაკეტის გახსნის შემდეგ, რომელიც სპეციალური ხსნარით იყო დამუშავებული, მამაკაცი დააკავეს.

აღმოჩნდა, რომ მამაკაცმა რიცინის შესახებ პირველად ამერიკულ ტელე-სერიალში Breaking Bad გაიგო.

მან მოსამართლეს განუცხადა, რომ უბრალოდ, აინტერესებდა რა შეეძლოა “შავ ინტერნეტს”. “უბრალოდ მინდოდა გამეგო, რატომ იყო ამდენი ხმაური ატეხილი” – განაცხადა მან სასამართლოზე.

banner
წინა სტატიაშიგასული კვირა მსოფლიოში (ფოტოები)
შემდეგი სტატიადევიდ გილმორმა Pink Floyd-ის აღდგენა გამორიცხა