სერგო რატიანი: საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის მანიაკალურ სურვილთან დაიჭირონ სააკაშვილი

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

„თუ დაჭერა უნდათ სააკაშვილის ნაცვლად ლარის კურსი დაიჭირონ,“- ამ განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად დეპუტატი სერგო რატიანი აკეთებს.

რატიანს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ქვეყანას პრობლემებს უქმნის.

„ჩვენ საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის მანიაკალურ სურვილთან დაიჭირონ სააკაშვილი. თუ რამის დაჭერა უნდათ, დაიჭირონ ლარის კურსი. აქ საქმე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სურვილთან გვაქვს, სხვა ფაქტორი უბრალოდ არ არსებობს. ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლება შეიძლება ცხოვრობდნენ ერთ სასტუმროში,“- აცხადებს დეპუტატი სერგო რატიანი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: დამანებონ რა მე თავი და მიხედონ ხალხს
შემდეგი სტატიაპაატა ზაქარეიშვილი: სააკაშვილთან პრეტენზიები ჩვენ ყოველთვის გვექნება